12 სექტემბერს Tbilisi Photo Festival სასტუმრო “სტამბას” ამფითეატრში 19:30 საათზე იხსნება. ფესტივალის მეათე გამოშვებას ლეგენდარული ამერიკელი ფოტოგრაფის, ნან გოლდინის ნამუშევარი “ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე“ გახსნის, რომლის სქრინინგიც 22:30 საათზე, Bassiani-ზე ჩატარდება.
“ბალადა“ 1985 წელს შეიქმნა და მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის დასასრულის ფოტოგრაფიის განვითარებაზე. ის 80-იანი წლების დასაწყისის, ნიუ-იორკის ახალგაზრდების – ნან გოდლინის მეგობრების ცხოვრების ქრონიკაა. ნამუშევარი ინიციალურად სწორედ სლაიდშოუს სახით იყო ნაჩვენები. მისი სათაური ბერტოლდ ბრეხტის და კურტ ვეილის “სამგროშიანი ოპერის“ ცნობილი ბალადით Mack the Knife იყო ინსპირირებული.
თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავის და სოციალური აქტივისტის ნან გოლდინის ნამუშევარს პირველად აჩვენებენ საქართველოში. იგი ქართული თანამედროვე საზოგადოებისთვის ისეთ მნივშვნელოვან თემებს ეხმიანება, როგორებიცაა: გენდერი, სექსუალური იდენტობა, ოჯახური ძალადობა…
ამჟამად ნან გოლდინის “ბალადას“ ლონდონის თანემდროვე ხელოვნების მუზეუმი TATE MODERN მასპინძლობს, ხოლო ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა MOMA იგი 2017 წელს გამოფინა.