14
Feb
2019

თბილისში ნარჩენების დახარისხება დაიწყო

14 Feb 2019

მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის მოსახერხებელი მისამართი და დაიწყონ ქაღალდის, პლასტმასის, შუშისა და ალუმინის ნარჩენების დახარისხება. ნარჩენების დახარისხების სტენდები მოეწყო USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (ფაზა II) და თბილისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით.

 

თბილისში უკვე ნარჩენების დახარისხების 25 სტენდია, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიტანონ წინასწარ დახარისხებული ნარჩენები – PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები. აღნიშნული ადგილებიდან დახარისხებული ნარჩენის გატანას უზრუნველყოფს კომპანიასუფთა სამყარო”, რომელიც ნარჩენებს წინასწარ ამუშავებს და აწვდის გადამამუშავებელ კომპანიებს: ქაღალდსა და შუშასადგილობრივ კომპანიებს, ხოლო პლასტმასას და ალუმინს ექსპორტზე გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში  — მათ შორის, თურქეთსა და უკრაინაში.

საქართველოში წელიწადში 900,000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, ამ ნარჩენების უმეტესი ნაწილიორგანული ნარჩენი, ქაღალდი, მეტალისა და პლასტმასის ნარჩენები  – გადამუშავებადია. ნარჩენების გადამუშავების შედეგად მცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, იზოგება ბუნებრივი რესურსები და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.

იხილეთ ნარჩენების დახარისხების სტენდების რუკა.

ნარჩენების დახარისხების სტენდების მისამართები დეტალურად:

სასტუმრო ძველი მეიდანისამღებროს . N9/11

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპების შენობადიმიტრი გულუას . N6

ჰოსტელი ფაბრიკაეგნატე ნინოშვილის . N8  

სუპერმარკეტი კარფური (GTC) – ვეკუას . N3

№54 საჯარო სკოლაზაქარია ფალიაშვილის . N59

კავკასიის ფრანგული სკოლაილია ჭავჭავაძის გამზ. N76

ჰიპერმარკეტი გუდვილიფარნავაზ მეფის გამზ. N1

სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთიალექსანდრე თვალჭრელიძის . N2

მწვანე სკოლაევგენი მიქელაძის . N10/9

ბენზინგასამართი სადგური Gulf – ჯავახეთის . N1

ვაკის რაიონის გამგეობამიხეილ თამარაშვილის . N10

დიდუბის რაიონის გამგეობააკაკი ბელიაშვილი . N1

ნაძალადევის რაიონის გამგეობადავით გურამიშვილის გამზ. N16

ისნის რაიონის გამგეობანავთლუღის . N8/1

№32 საჯარო სკოლაარნოლდ ჩიქობავას . N17

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიილია ჭავჭავაძის გამზ. N1

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაუნივერსიტეტის . N11

მეტრო სადგური სახელმწიფო უნივერსიტეტისანდრო ეულის . N7

ექსპო ჯორჯია, გამოფენების ცენტრიაკაკი წერეთლის გამზ. N118

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის VI კორპუსიმერაბ კოსტავას . N77

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტივაჟაფშაველას გამზ. N33

№62 საჯარო სკოლაჟიული შარტავას . N20

ლისი ვერანდას დასახლებატირიფების . N1

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლაწყნეთის გზატკეცილი N63

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომარშალ არჩილ გელოვანის . N6

[R]

განხილვა