in

რა მისცა სტუდენტებს Tbilisi School of Communication-მა და რა შეიცვლება მომავალ კურსზე?!

„თბილისის კომუნიკაციის სკოლაში“ (“Tbilisi School of Communication“) „სტრატეგიული კომუნიკაციის“ პირველი პროგრამა დასრულდა, დარჩენილია თეზისების ნაწილი. სკოლის დირექტორის ლევან გომშიაშვილის თქმით, სტუდენტებს უნივერსალური მარკეტერისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი მისცა. “Tbilisi School of Communication“, სექტემბრიდან, მეორე პროგრამას იწყებს, განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს.

BOG
BOG

როგორ აფასებენ პროგრამის პირველ ნაწილს და რა შეიცვლება, სამომავლოდ, სკოლაში?! „მარკეტერი“ ლევან გომშიაშვილს ესაუბრა:

„ჩვენი პირველი პროგრამის „სტრატეგიული კომუნიკაციის“ ძირითადი, ინტენსიური, ნაწილი 15 ივნისს დამთავრდა, ახლა გადავედით თეზისის მომზადების ეტაპზე. სტუდენტებმა უკვე გაიარეს 7 ძირითადი მოდული და მერვე, „გადაწყვეტილების მიღების“ მოდული, რომლის ფარგლებშიც მოწვეული გვყავდა ქართული კომპანიების წამყვანი, გადაწყვეტილების მიმღები პირები – მედეა ტაბატაძე, გიორგი ისაკაძე, ნიკა ქურდიანი, გიორგი ბარკალაია, მიხეილ ხიდურელი, ეკა ყიფიანი, აკო ახალაია. სტუდენტების კომენტარებს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, კურსმა საკმაოდ პროდუქტიულად და საინტერესოდ ჩაიარა, ჯერ კიდევ ერთი თვე გვაქვს წინ“.

რა მისცა ამ პროგრამამ სტუდენტებს? 

ლევან გომშიაშვილი: მოდულების ლოგიკურად თანწყობამ ნამდვილად გამოიღო შედეგი, დაბალანსებულად ენაცვლებოდა ერთმანეთს თეორიული და პრაქტიკული მოდულები. პროგრამამ სტუდენტებს მისცა ყველა ის თანამედროვე ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენი აზრით, უნივერსალურ მარკეტერს სჭირდება. რადგან ძალიან ბევრი კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ეძებს მარკეტერს, გვირეკავს და გვეკითხება, ვინმეს ხომ არ აინტერესებს მათთან დასაქმება, პროგრამის შემდეგ, ჩვენს კურსდამთავრებულებს კარიერულ წინსვლაში ყველანაირად შევუწყობთ ხელს. გეტყვი, რომ, პროგრამის დასრულების შემდეგ აქტიურად იფუნქციონირებს Alumni club. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინს, ძირითადად, პროგრამა მიმდინარეობს ისე, როგორც ველოდით. გამოიკვეთა ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე დეტალი, რომელსაც აქტიურად ვითვალისწინებთ, შემდეგი კურსის დაგეგმვის დროს.

კურსზე ადგილობრივი ლექტორების გარდა, იყო სამი მოწვეული ლექტორი. ვინ იყვნენ ისინი და რა მიმართულებით წაიკითხეს მათ ლექციები? 

ლ. გ. : ამერიკიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით უკვე ჩამოსული იყო Convoy-ის მარკეტინგის დირექტორი Jennifer Wong, რომელიც 2018 წელს Forbes-ის 30 წლამდე 30 მარკეტერს შორის საუკეთესოდ დასახელდა. ჯენიფერ ვონგი არის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფოსტერის ბიზნესის სკოლის  მოწვეული პროფესორი. მან ლექციის განმავლობაში ისაუბრა B2B და B2C ბაზრებზე კომუნიკაციის ინსტრუმენტების შესახებ. ასევე გვყავდა, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი Peter Hamilton, რომელიც 2014 წლიდან დღემდე იკავებს Tune-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. მისი ხელმძღვანელობით Tune-მა  მოიპოვა $36.4 მლნ-ის დაფინანსება, გახსნა მსოფლიოს მასშტაბით 9 ოფისი და გაზარდა გუნდი 350 ადამიანამდე. პიტერ ჰამილტონმა ისაუბრა პარტნიორულ მარკეტინგზე, სტარტაპის მშენებლობასა და იმ ინსტრუმენტებზე, თუ როგორ უნდა დააგროვო და გაზარდო საკუთარი კაპიტალი სტარტაპში. ბოლოს კი კომუნიკაციის სკოლას ეწვია Siby Tomas Dubai Opera-ს სპონსორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, რომელმაც ისაუბრა ინსტრუმენტებზე, თუ როგორ მოარგო ბრენდის სტრატეგიის გათვალისწინებით შეთავაზებები პარტნიორებს და სპონსორებს, რომ მათი დაინტერესება გაიზარდოს.

მოწვეული სტუმრის სტატუსით, კურსს ბექა გოლეთიანი ეწვია.

როგორც ცნობილია, მოწვეული სტუმრის სტატუსით, კურსს ბექა გოლეთიანი ეწვია . . .

ლ. გ. : დუბაიდან სპეციალურად ჩვენთან ლექციის წასაკითხად ჩამოვიდა ბექა გოლეთიანი, რომლის ლექციაც ჩაშენებულია ირინა ეგაძის მოდულში – „ივენთები“. ბექამ ისაუბრა ღონისძიების კონცეპტუალურ თავსებადობაზე ბრენდთან, „ივენთის“ დაგეგმარებაზე (იდეიდან აღსრულებამდე) და მის თანმდევ პროცესებზე და ღონისძიების შემდეგ შეფასებაზე.

“Tbilisi School of Communication” მეორე კურსს იწყებს. როდიდან იწყება პროგრამა და რა შეიცვლება? 

ლ. გ. : „სტრატეგიული კომუნიკაციის“ მეორე პროგრამაზე, რომელიც სექტემბერში დაიწყება მიღება დაწყებულია. ცვლილებებს ვგეგმავთ – ვაპირებთ, რამოდენიმე მოდული გავაძლიეროთ და რამოდენიმე პირიქით, ოდნავ შემოკლდეს, თუმცა, შემდეგი პროგრამისთვის, სალექციო მასალის კუთხით, მზად ვართ. პროგრამა შედგება, თანწყობილი, 7 ძირითადი მოდულისგან: შესავალი მარკეტინგში, რომელსაც წაიკითხავს ნათია სვანიძე, data&insight- ლადო მალაზონია, პროდუქტის ინოვაცია – გიორგი მირზიკაშვილი, ბრენდ მენეჯმენტი – სულხან ლაცაბიძე, სტრატეგიული კომუნიკაცია – უჩა ურუშაძე, „დიჯითალი“ – გაგა დარსალია, „ივენთები“ – ირინა ეგაძე. ასევე, გვექნება გადაწყვეტილების მიღების მოდულიც. საერთო ჯამში, სექტემბრის პროგრამა მოიცავს:  8 მოდულს, რომელიც გულისხმობს 80 შეხვედრასა და 240 საათს. გვაქვს ძალიან კარგი სიახლე – ჩვენთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე შევთანხმდით წინა პროგრამაზე მოწვეულ ლექტორებთან – Jennifer Wong-თან, Peter Hamilton-სა და Siby Tomas-სთან. გვეამაყება ის ფაქტი, რომ ჩვენს ყველა სტუდენტს პროგრამის განმავლობაში, ექნება ულიმიტო წვდომა WARC-ის ბაზასთან. ეს არის ბრიტანული კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარკეტინგული ქეისების, კვლევებისა და ტრენდების მომწოდებელია მსოფლიოში. WARC-ის მომხმარებლები არიან  მსოფლიოში წამყვანი უნივერსიტეტები : The University of Edinburgh, University of Pennsylvania, INSEAD, King’s College London და ა.შ. „თბილისის კომუნიკაციის სკოლაში“ პროგრამის ღირებულებაა 6000 ლარი + დღგ. „თბილისის კომუნიკაციის სკოლა“ გასცემს ორი სახის სასწავლო გრანტს.

Willo – რობოტი, რომელსაც თქვენი კბილის ჯაგრისის ჩანაცვლება უნდა

Adidas ჰომოფობიის წინააღმდეგ – ბრენდის ახალი კოლექცია