in

თბილისის კომუნიკაციის სკოლაში გრაფიკული დიზაინის ახალ კურსზე მიღება დაიწყო

თბილისის კომუნიკაციის სკოლაში გრაფიკული დიზაინის ახალ კურსზე  მიღება დაიწყო. კურსს „ევროპაბეთის“ არტ დირექტორი, დიზაინერებისა და „მოუშენ“ გრაფიკოსების გუნდის ხელმძღვანელი ვანო საგინაშვილი  წაიყვანს. აქვს გრაფიკულ დიზაინზე მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება და მისი საქმიანობის უდიდესი ნაწილი ქართულ კრეატიულ სააგენტოებს უკავშირდება, კერძოდ Windfor’s, Holmes&Watson, DDB Georgia და სხვა, სადაც მუშაობდა, თითქმის, ყველა მსხვილი ადგილობრივი დამკვეთის პროექტზე.

BOG
BOG

ლექციების მსვლელობისას სტუდენტები გაეცნობიან ყველა იმ საჭირო ხელსაწყოებსა თუ სტრატეგიებს, რომელიც გამოადგებათ დიზაინ-პროდუქტების სწორად დაგეგმვაში. გაივლიან სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესს, ვიზუალის კეთების სწორ პრინციპებსა და დიზაინის მიმართულებებს. შეისწავლიან გრაფიკული რედაქტორების იმ აუცილებელ ტექნიკურ ნაწილს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოდ.

„კურსის შედეგად სტუდენტებს ექნებათ ჩამოყალიბებული შეხედულება, როგორი უნდა იყოს გამართული დიზაინი, Adobe Photoshop და Adobe Illustrator-ის აუცილებელი ტექნიკური ცოდნა და ეცოდინებათ, რა პრინციპები უნდა გაითვალისწინოს მუშაობის პროცესში, რათა მარტივი და მოკლე გზებით მოახერხონ დავალების შესრულება“.

კურსი განკუთვნილია დამწყები გრაფიკული დიზაინერებისთვის, მათთვის ვისაც აქვს სურვილი, ისწავლოს გრაფიკული დიზაინი, გაეცნოს სამუშაო პროცესს, მიჰყვეს პროექტს ბრიფიდან საბოლოო ფაილების ჩაბარებამდე. ისეთი შემოქმედებითი უნარი, როგორიც არის ხატვა, ხაზვა, ფოტოგრაფია უპირატესობას ანიჭებს სტუდენტს, თუმცა არ არის აუცილებელი.

„აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ ლექციას მოჰყვება პრაქტიკული დავალება, სადაც  საფიქრალი და სამუშაო საკმაოდ ბევრია. შესაბამისად, სტუდენტები უნდა იყვნენ მზად ინტენსიური დავალებებისთვის“.

კურსი  „ონლაინ“ ინტერაქტიულად  ჩატარდება, რაც საშუალებას აძლევს ადგილობრივ და ემიგრანტ სტუდენტებს ჩაერთონ ნებისმიერი კუთხიდან. პროგრამა 7 კვირაზეა გადანაწილებული, 14 ლექციისგან შედგება და 42 საათს მოიცავს. კურსის ღირებულება 1000 ლარია.

კურსზე ჩასარიცხად, თითოეული სტუდენტი საჭიროა იყოს კომპეტენტური კომპიუტერთან მუშაობაში და ჰქონდეს წვდომა Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ზე.

 

[R]

დიზაინ ლიდერი – მასწავლებელი 2.0? – ერეკლე ინაშვილი

ACAG-მა, შინაური ცხოველის სათამაშოსთან გაიგივების პრობლემასთან დაკავშირებით, პრინტ კონკურსი გამოაცხადა