in

რას კითხულობ, მნიშვნელოვანია

პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ დასასრულს უახლოვდება. წინ მხოლოდ აქტივობის ერთი თვე გვრჩება, უკან კი წიგნიერებასთან, თვალსაწიერის გაზრდასთან და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასთან დაკავშირებული პროექტებით დატვირთული ერთი წელია.

BOG
BOG

პროექტის დასრულების პროცესს და დასკვნითი კამპანიის მთავარ სათქმელს, დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა, ამ პროცესს სულ სხვა გეზი და შინაარსი მისცა და ჩვენს სალაპარაკო თემადაც, ომი და მშვიდობის აუცილებლობა იქცა.

მარტივი და საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ყოველი ლიტერატურული ტექსტი, სულ უფრო გვაახლოებს გამოცდილებისა და სიბრძნის იმ წერტილთან, როდესაც ყველა საკითხის გადაჭრა, ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავება და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან კავშირი, მხოლოდ სიტყვითაც შესაძლებელი ხდება. ყოველი ახალი წიგნი უკეთეს ადამიანად გვაქცევს, გვმატებს ემპათიის განცდას, მათივე გმირებივით გვაკეთილშობილებს და, რაც მთავარია, ისე გვაძლიერებს, რომ აღარაფრის და აღარავისი გვეშინია!

ახლის გაგებისა და შეცნობის მსურველი ადამიანი, მებრძოლია, მიზანსწრაფულია და მოტივირებულია, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს, დაავიწყოს ყველა ცუდი გამოცდილება, მაგრამ არა მათგან მიღებული გაკვეთილები. ყოველი ასეთი გაკვეთილიც ხომ ჩვენივე დიდი ცოდნის შემადგენელი ნაწილებია – ბევრჯერ გასახსენებელი და გამოსაყენებელი.

და ბოლოს, წიგნი, ყველაზე რთულ დროშიც კი საუკეთესო ემოციური თავშესაფარია, სიმშვიდისა და დამანგრეველი ემოციებისგან თავის დაღწევის საშუალებაა, რაც დღეს, უამრავ ადამიანს ასე ძალიან სჭირდება, სჭირდებოდა ყოველთვის და ასე იქნება სამუდამოდ. და სწორედ ამიტომ – რას კითხულობ, მნიშვნელოვანია!

[R]

Basso – ზეთის წარმოების უმაღლესი სტანდარტი იტალიიდან

განაახლე გარდერობი შენი ტოპ|ქარდით – რე|ბანკის აქცია