in

დღეიდან, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია! [ვიდეო]

„კარგ წიგნს ჰგავს ეს ქალაქი. ნებისმიერი მკითხველი რაღაცას იპოვის შიგნით, სათავისოდ“…

ესაა ქალაქი, რომელიც თავად ჰგავს კარგ წიგნს და ნებისმიერისთვის ინახავს საინტერესო ამბავს. 2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. ნახეთ ვიდეორგოლი, სადაც მწერალი და ფოტოხელოვანი არჩილ ქოქიძე თბილისსა და მის ხასიათზე გვიამბობს. ვიდეორგოლზე Film Asylum-მა იმუშავა.

პროექტი “წიგნის მსოფლიო დედაქალაქი”, იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ 2001 წელს დააარსა. ის, ყოველ წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ხორციელდება. ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროფესიული და სახალხო პროგრამებისა და აქტივობების მიზანი, ყველა ასაკის მკითხველში წიგნის კითხვის წახალისება, ასევე, საგამომცემლო, საბიბლიოთეკო, მთარგმნელობითი და სხვა მომიჯნავე სფეროს განვითარების ხელშეწყობაა.

Samsung Galaxy A52 – პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

ახალი კვლევა – ფიზიკური აქტივობა ვაქცინის ეფექტურობას ზრდის და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას!