in ,

25 ოქტომბერს საქველმოქმედო ღონისძიება – “თბილისიმარათონი” ჩატარდება !

„თბილისიმარათონი“ სტარტს 25 ოქტომბერს, დილით 10 საათზე აიღებს, მონაწილეების რეგისტრაცია კი დილის 8:30 საათიდან დაიწყება.

„ჰაიდელბერგცემენტის“ ეს საქველმოქმედო ღონისძიება უკვე მესამე წელია ტარდება, რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას კომპანია გააორმაგებს და ამჯერად ბედიანის ბავშვთა სახლის მშენებლობასა და კეთილმოწყობას მოახმარს.

„ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ მარკეტინგის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ღონისძიება თბილისის ზღვაზე გაიმართება, მონაწილეების მსურველები კი უნდა დარეგისტრირდნენ ვებ გვერდზე www.tbilisimarathon.ge.

„საასპარეზო ნომრის მისაღებად მათ უნდა გადაიხადონ 10 ლარი, რომელიც ქველმოქმედებას ხმარდება. საასპარეზო ნომრების გაცემა მოხდება ფილარმონიის წინ „თბილისიმარათონის“ სარეგისტრაციო პუნქტებში 22-24 ოქტომბერს, სადაც მათთვის, ვინც მანამდე ვერ მოასწრებს, რეგისტრაციის გავლაც იქნება შესაძლებელი“.Heidelberg Logo

M: რაც შეეხება მარათონის დისტანციას და პირობებს . . .

„ჩვენი ღონისძიება არის ნახევარმარათონი, სარბენი ბილიკი 21.097 კილომეტრია. ყველა მორბენალს, ვინც გადაკვეთს ფინიშის ხაზს, დავაჯილდოვებთ „თბილისიმარათონი“-ს საპატიო მედლით. გამოვავლენთ 2 ძირითად გამარჯვებულს – ქალთა და მამაკაცთა კატეგორიებში. გარდა ამისა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებშიც გვექნება ნომინაციები – სულ კი 25 გამარჯვებული, რომლებსაც ჩვენი სპონსორისა და მხარდამჭერი კომპანიებისგან სპეციალური პრიზები გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ნახევარმარათონის შედეგები დაითვლება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით – „მიკა თაიმინგი“-ს სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ღონისძიების სამართლიანად ჩატარებას. „თბილისიმარათონზე“ დაცულია პროფესიონალური მარათონის ყველა საერთაშორისო სტანდარტი, შესაბამისად „თბილისიმარათონი“ უკვე საერთაშორისო მარათონთა სიაშია. ღონისძიება საკმაოდ მასშტაბურია და ბევრი სპონსორი და მხარდამჭერი ჰყავს. ღონისძიება იმართება თბილისის მერიის, გერმანიის საელჩოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით. გარდა ამისა, ჩვენი სპონსორები არიან „კომერცბანკი“, „თეგეტა მოტორსი“, ამერიკული სპორტულ ფეხსაცმლის ბრენდი „სკეჩერსი“, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ კინოთეატრები „რუსთაველი” და “ამირანი“, ღონისძიების მხარდამჭერი არიან: საათების მაღაზიათა ქსელი Time Georgia წარმოდგენილი სპორტული საათბის ბრენდის – Casio-ს სახით, დავით ტატიშვილის კლინიკა და გამაჯანსაღებელი ცენტრი Health Palace, სამკაულების მაღაზია „ზარაფხანა“, „ზედაზენი“, სპორტული მაღაზია „სალერი“, სასტუმრო „ლოპოტა“, სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“, საცურაო აუზი „არენა“, ჯომარდობის ეროვნული ფედერაცია, კოპმანია Yves Rocher, სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი La Belle, „ვისოლ ჯგუფი“ და მისი შვილობილი კომპანიები „სმარტი“ და „ვენდი“, სადაზღვეო კომპანია „აი სი ჯგუფი“, , ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „კულა“. საინფორმაციო მხარდამჭერები არიან საინფორმაციო სააგენტო 11808, რუსთავი 2, მაესტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, Georgia Today, ჟურნალი OK! და Focus, Marketer.ge, საქარართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, Myvideo.ge, IdeaHub.ge, რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „არ დაიდარდო“, „ავტორადიო“.

M: წელს რა იქნება განსხვავებული?

ღონისძიება უფრო ფართო მასშტაბებს აღწევს, როგორც საკუმონუკაციო კამპანიის თვალსაზრისით, ასევე მონაწილეთა ჩართულობის მხრივ. წელს, პირველად „თბილისიმარათონის“ ისტორიაში, ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში „ჰაიდელბერგცემენტს“ ეხმარებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები, რომლებიც ასევე დასაქმებულები იქნებიან ნახევარმარათონის დღეს. გარდა ამისა, „თბილისიმარათონში“ ჩაერთო საქართველოში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი კომპანია coop.ge, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიების დღეს ყველა სახის მაკულატურის დახარისხებას და შესაბამისი კატეგორიის სპეციალურ ნაგვის ურნებში განთავსებას უზრუნველყოფს, რომელსაც კომპანია ნაგვის გადამამუშავებელ საწარმოებს გადასცემს. ყოველ წელს არის საკმაოდ დიდი დაინტერესება უცხოეთიდან, წელსაც გასული წლების მსგავსად ველოდებით უცხოელ სტუმრებს ჩვენს დედაქალაქში. გარდა ამისა, აქტიურობით გამოირჩევიან ჩვენი ქვეყნის უცხოელი მოქალაქეებიც, რომლებიც ჩვენი ღონისძიების მუდმივი სტუმრები არიან და საკმაოდ კარგი შედეგითაც ასპარეზობენ ხოლმე ნახევარმარათონზე.

Tbilisimrathon Marketer

M: რა არის ამ ღონისძიების მიზანი?

ღონისძიების მიზანი, ერთის მხრივ, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა, მეორეს მხრივ, კი „ჰაიდელბერგცემენტი“ იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას და შესაბამისად „თბილისიმარათონი“ ქველმოქმედებას ემსახურება. როგორც უკვე ვახსენე, ნახევარმარათონიდან შემოსული თანხა ბედიანის ბავშვთა სახლის მშენებლობასა და კეთილმოწყობას მოხმარდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს „თბილისიმარათონი“ ინტეგრირებულ სახეს მიიღებს, რაც გულისხმობს, რომ სტარტის აღებას შშმ პირებიც შეძლებენ.

M: სამწლიანი გამოცდილებით, რა შედეგი აქვს „თბილისიმარათონს“?

ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას „თბილისიმარათონში“. 3 წლის წინ „ჰაიდელბერგცემენტის“ ინიციატივით საქართველოში პირველი ნახევარმარათონი გაიმართა, დღესეს ღონისძიება ქალაქის ტრადიციად იქცა და ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ხდება ქველმოქმედი და „თბილისიმარათონიც“ დიდ, კეთილ საქმეს ემსახურება. შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესი სულ უფრო მეტად მკვიდრდება საქართველოში, რასაც ზემოთ აღნიშნული სტატისტიკა ადასტურებს. იზრდება საზოგადოების ჩართულობა ქველმოქმედებაში, რაც მოსახლეობის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაზე მიუთითებს.  გვსურს, რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა ჩვენს ღონისძიებაში. ყველას მოვუწოდებთ ჩერთონ ამ სოციალურ პროექტში და გახდნენ ქველმოქმედების მონაწილენი!

ექსტრემალური დაშვება მთაწმინდიდან მამა დავითამდე! – ფილიპ პოლსკი თბილისში

„საფერავისთვის“ სპეციალური ბოკალი შეიქმნა