in

თბილისიმარათონი 2019-ის შედეგები და გაორმაგებული თანხა ბენეფიციარს

29 სექტემბერს თბილისის ისტორიული ქუჩები და უბნები უამრავი მორბენალით აივსო – დიახ, სწორედ ამ დღეს ტრადიციად ქცეული თბილისიმარათონი 2019 გაიმართა. რეგისტრირებული 2710 ადამიანი, 1875 მონაწილე, 57 ქვეყნიდან ჩამოსული 600-მდე უცხოელი სტუმარი, 500-მდე ბავშვი და ძალიან ბევრი გულშემატკივარი – ეს მონაცემები უკვე იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად მასშტაბურ სახეს იღებს ჰაიდელბერგცემენტ თბილისიმარათონი წლიდან წლამდე. საინტერესოა, რომ წლევანდელ შეჯიბრში “ჰენდბაიკერებიც” მონაწილეობდნენ. ერთი სიტყვით, ეს მარათონი იყო ყველასთვის, ვისაც თავისი შესაძლებლობების სჯეროდა..

გამარჯვებულების, ზოგადი შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ თბილისიმარათონის პროექტის მენეჯერს, ნიკოლოზ ჯინჯიხაძეს გავესაუბრეთ:

M: როგორ შეაფასებდით წლევანდელ თბილისიმარათონს?

წლევანდელ მარათონს ცალსახად დადებითად შევაფასებდი. ბევრი სირთულისა და გაუთვალისწინებელი პრობლემების მიუხედავად, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მოვახერხეთ და ისეთი დონის ღონისძიება ჩავატარეთ, როგორსაც უკვე წლებია, ჩვენი მონაწილეები ჩვენგან ელიან. რიგ შემთხვევებში მოლოდინსაც გადააჭარბა ღონისძიების ხარისხმა და ვფიქრობ, თბილისიმარათონი წელს კიდევ უფრო გაიზარდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქალაქში გვაქვს საერთაშორისო, ძალიან მაღალი სტანდარტის და კარგად ორგანიზებული სპორტული ღონისძიება.

M: ვინ არიან წლევანდელი თბილისიმარათონის გამარჯვებულები?

ნახევარმარათონის (21.1 კმ) გამარვებული მამაკაცები:

პირველი ადგილი: ისმაილ სენიანჯე გარბენის დრო 01:08:06

მეორე ადგილი: ბაზარბაი დაუტალიევ გარბენის დრო 01:13:03

მესამე ადგილი: გიორგი ლომიძე  – გარბენის დრო 01:16:01 

ნახევარმარათონის გამარჯვებული ქალები:

პირველი ადგილი: ირინა ლაპიტსკაია  გარბენის დრო 01:23:01

მეორე ადგილი: მარია რადკოგარბენის დრო  01:23:17

10 კილომეტრიანი გარბენის გამარჯვებული მამაკაცები:

პირველი ადგილი: გიორგი შეკრილაძე გარბენის დრო 35:44 წუთი

მეორე ადგილი: იმედა ბაძგარაძე   გარბენის დრო 35:44

მესამე ადგილი: ჯორქ მანველიანი გარბენის დრო  35:59 

10 კილომეტრიან გარბენის გამარჯვებული ქალები:

პირველი ადგილი: ოლექსანდრე ძენიანი – გარბენის დრო  41:57

მეორე ადგილი: გალინა ჩეტვერიკოვა – გარბენის დრო  43:02

მესამე ადგილი: გაიანე უსტიანი – გარბენის დრო  43:32

M: რა თანხა შეგროვდა ძეგვის თავშესაფარისთვის?

თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსულმა და კომპანია ჰაიდელბერგცემენტის მიერ გაორმაგებულმა თანხამ ჯამში – 76 000 ლარი შეადგინა, რომელიც ძეგვის თავშესაფრის კეთილმოწყობას მოხმარდება.

M: რა გამოარჩევდა წლევანდელ თბილისიმარათონს სხვა წლებისგან?

გამოხმაურება და ის დადებითი უკუკავშირი, რაც მონაწილეებისგან ღონისძიების დასრულების შემდეგ მივიღეთ. რა თქმა უნდა, ყოველ წელს არის ძალიან ბევრი დადებითი შეფასება, თუმცა ეს ყველაფერი წელს გაორმაგდა. ამასთან, მინდა, გამოვყო ქალაქის მოსახლეობის დამოკიდებულებაც. გასულ წლებში თუ ჩვენს მარშრუტზე ვერ ნახავდით ადამიანებს, რომლებიც მორბენლებს ამხნევებდნენ, წელს ესეც შეიცვალა და ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავდა. მადლობა გვინდა, გადავუხადოთ ჩვენს სპონსორებს და პარტნიორებს ღონისძიების მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა კი, საქართველოს საპატრულო პოლიციასა და ჩვენს მოხალისეებს. მათი წვლილი უდიდესია ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში.

M: ცოტა სამომავლო გეგმების შესახებაც მოგვიყევით..

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებით მაქსიმალურად მეტი ადამიანი დავაინტერესოთ. ამ მიმართულებას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მივაქცევთ. ასევე განვიხილავთ იდეას, რომ ღონისძიებას კიდევ ერთი, უფრო მოკლე დისტანცია დაემატოს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დაგვეხმარება იმ სეგმენტის მოზიდვაში, რომელსაც ამჟამინდელი დისტანციები აშინებს. შესაძლებელია მარშრუტში ცვლილებების შეტანაც.

[R]

„თავისუფლების ქარხანა“ – ახალი ეკოსისტემა თბილისში

დედა, იურისტი, ოლიმპიური ოქროს მფლობელი ტრიატლონში – გაიცანით ნიკოლა სპირიგი