in

თბილისიმარათონი 22 ოქტომბერს გაიმართება !

თბილისიმარათონი ეს არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და ქვეყნის ტურისტულ განვითარებას ემსახურება. თბილისიმარათონის მასშტაბი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი და კომპანია იღებს მონაწილეობას.

BOG
BOG

 

პოპულარობის ზრდასთან ერთად გასულ წელს „თბილისიმარათონმა“ დიდ მასშტაბებს მიაღწია: ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა და 120-მა გუნდმა, სულ დარეგისტრირდა 2346 მონაწილე, ფინიშის ხაზი კი 1195-მა მორბენალმა გადაკვეთა. რეგისტრაციიდან შემოსულმა თანხამ 23 000 ლარი შეადგინა, რაც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ გაორმაგებული ოდენობით – 46 000 ლარი – ქალაქ თბილისში საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდა. შესაბამისად „თბილისიმარათონზე“ თითოეული დარეგისტრირებული პირი ქველმოქმედების მონაწილე გახლდათ.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Tbilisimarathon/videos/1431501123629828/” width=”720″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ღონისძიებას დადებითი შეფასება მიეცა როგორც მონაწილეების, ასევე გულშემატკივრებისა და „თბილისიმარათონში“ ჩართული ყველა ორგანიზაციისა თუ სახელმწიფო უწყების მხრიდან.
როგორც ავღნიშნეთ “თბილისიმარათონი“ მისი ფორმატისა და საზოგადაოების ჩართულობის კუთხით საერთაშორისო სტატუსს ატარებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები, დიპლომატიური კორპუსი და სამთავრობო სექტორი. გასული წლის ღონისძიების წარმატების შემდეგ, წელს 200-მდე კომპანიის და 2000-ზე მეტი მონაწილის ჩართულობას ველით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან.

წელს, რიგით უკვე მე-6 თბილისიმარათონი 22 ოქტომბერს, ისევ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება. რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას ჰაიდელბერგცემენტი ტრადიციისამებრ გააორმაგებს და ბენეფიციარს – „კასპის შშმ პირთა კავშირს“ მოახმარს.
თბილისიმარათონი 4 გარბენს მოიცავს:

ნახევარმარათონს (21,097 კმ) – რეგისტრაციის საფასური – 20 ლარი;
10 კილომეტრიან გარბენს – რეგისტრაციის საფასური – 15 ლარი;
გუნდური ესტაფეტა – რეგისტრაციის საფასური – 100 ლარი
ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე – 500მ და 12-15 წლამდე – 1კმ) – რეგისტრაცია უფასოა.

[R]

ქართულ ბაზარზე ხინკლის ცომის ფირფიტები გამოჩნდა! ქართველი შეფმზარეულის სტარტაპი!

[EXCLUSIVE] ვიდეო პლატფორმა Coub.com საქართველოში ახალი სარეკლამო შესაძლებლობებით შემოვიდა!