ალბათ, გახსოვთ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კამპანია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“. ის იმ სამწუხარო რეალობას მიემართება, რომელშიც პროფესიების არჩევა სტერეოტიპული შეხედულებების მიხედვით ხდება და ქალი ვერ მიჰყვება იმ საქმიანობას, რომელიც „მისი არ არის“.
მართალია, დღესდღეობით ეს მიდგომა ნაკლებად აქტუალურია, მაგრამ ჩვენი უახლესი წარსულიდან მაინც გვავლებს თავის კლანჭებს. აღნიშნულმა კამპანიამ კი არა მხოლოდ ემოციურად იმოქმედა საზოგადოებაზე, არამედ რეალური შედეგებიც მოიტანა ჩვენამდე. Watergunz-ისა და მისი პარტნიორების საკრებულოსთან კომუნიკაციის საფუძველზე, მემორიალური დაფები და „სტრიტ არტ“ ნამუშევრები ერთიანად მოიყრის თავს ერთ დიდ კედელზე და სამუდამოდ დარჩება ქალაქში სტერეოტიპული ფრაზების საწინააღმდეგოდ.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისის 10 ქუჩას გადაერქმევა სახელი წარმატებული ქალების ღვაწლის დასაფასებლად და იმ გოგოების სამაგალითოდ წასახალისებლად, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას.