31
Jan
2019

მუზეუმ “ქარვასლაში” არტ-ინკუბატორი გაიხსნა

31 Jan 2019

თბილისში, ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ არსებულ „თბილისის კრეატულ ცენტრში“ არტ-ინკუბატორი გაიხსნა. არტ-ინკუბატორის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში და საერთაშორისო კონკურსებში. აღსანიშნავია ისიც, რომ არტ ინკუბატორის წევრი სტარტაპერებისთვის უსასყიდლოდ გაიხსნება ბრიტანული საბჭოს მიერ მოწოდებული პლატფორმა English Learning Programme – English Channel.

განხილვა