in , ,

თბილისის ახალი ლოგო? დედაქალაქის რებრენდინგი „ლივინგსტონისგან” (კონცეპტი)

კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის „შავ ოთახში”, „გალერია თბილისის” ბრენდინგზე მუშაობისას, სრულიად შემთხვევით, დაიბადა თბილისის ახალი ლოგოს კონცეპტი, რომელიც ვიზუალურად ეხმიანება თბილისის გზავნილს ნებისმიერი ვიზიტორისა თუ ადგილობრივისთვის – The City That Loves You. გულისებრი მოხაზულობის ასო „თ” თბილისის სტუმართმოყვარეობასა და სიყვარულის უნარს გამოხატავს. საჭიროა თუ არა ქალაქს ჰქონდეს სწორი ვიზუალური კომუნიკაცია ადამიანებთან და დადგა თუ არა დედაქალაქის რებრენდინგის დრო, თვითონ განსაზღვრეთ, აქვე კი გთავაზობთ თბილისის მოქმედ გერბს, ლოგოსა და კრეატიული სააგენტოს მიერ შემოთავაზებული ლოგოს კონცეპტს. ასევე „ლივინგსტონის” გუნდის კომენტარს:


„გალერია თბილისის” ბრენდინგზე
 მუშაობისას დედაქალაქის ვიზუალურ ისტორიასაც ჩავუღრმავდით და თბილისის გადალამაზების საღერღელიც მაშინ აგვეშალა. თუნდაც, ის ფაქტი, რომ თბილისის გახსენებაზე მაინცდამაინც სახარბიელო ვიზუალური სპექტრი არ გვეშლება გონებაში, გვაფიქრებს, რომ ცვლილებების დროა. რატომ არ შეიძლება თბილისსაც ჰქონდეს მკაფიო იერი, რომელიც სტუმრებს გულთბილად დაუხვდება და თბილისელებსაც შთააგონებს უფრო გულდასმით მოუფრთხილდნენ ქალაქს?!
„ლივინგსტონის” შავ ოთახში გულწრფელად გვჯერა, მზისა და ვარდების მხარეს უსაზღვრო სიყვარული რომ შეუძლია. Tbilisi – the city that loves you მოცემულობით შეპყრობილებმა თბილისის ღირსეულ გერბში ამ სიყვარულის ამსახველი მარტივი ფორმა დავინახეთ და უხეშ ჩანახატად მოვხაზეთ”.

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: გიორგი ავალიანი
სამხატვრო ხელმძღვანელი: ნიკოლოზ კუმბარი
დიზაინერი: ანანო მიმინოშვილი

SPAR-ის რიგით 31-ე მარკეტი დღეს ვაჟა-ფშაველაზე გაიხსნა

ტატუდ ქცეული კალიგრაფია – HP-ის ემოციური ვიდეორგოლი