in

თბილისის გერბისა და დროშის შექმნაზე მერიამ კონკურსი გამოაცხადა

თბილისისთვის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების, გერბისა და დროშის ნიმუშების შექმნაზე ქალაქის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. რეგისტრაცია დღეიდან, პირველი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ინდივიდუალურ პირებს, ისე რამდენიმე ადამიანს ჯგუფურად. გამარჯვებული ნამუშევარი, გამოვლენის შემდეგ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადადის, ხოლო მისი შემსრულებელი ავტორი ჯილდოდ 10 000 ლარს მიიღებს.

BOG
BOG

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ კონკურსში მონაწილეობა გსურთ:

  • დროშისა და გერბის პროექტების შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოთათვის დამახასიათებელი ჰერალდიკური ნორმები;
  • თბილისისთვის დამახასიათებელი ისტორია, კულტურა და მემკვიდრეობა;
  • გერბსა და დროშაზე გამოსახულ თითოეულ სიმბოლოს უნდა ჰქონდეს თავისი შინაარსობრივი აღწერა და შესაბამისი ახსნა;
  • გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;
  • გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გამომსახველი, საქალაქო, ოქროს ხუთკოშკიანი, ქონგურებიანი, გვირგვინი;
  • დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „თბილისი“;
  • და, რაც მთავარია – გერბი და დროშა საერთო კონცეფციას უნდა გამოსახავდეს და უნდა ჰქონდეს ბმა, როგორც ერთმანეთთან, ისე ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან.

კონკურსს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შესარჩევი კომისია წარმართავს. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე: (+995) 322 2 72 22 22, ან ეწვიოთ ვებგვერდს.

აღსანიშნავია, რომ გერბი, რომელიც ამ დროისთვის თბილისის სიმბოლოს წარმოადგენს, 2005 წელს დამტკიცდა. კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების შერჩევის შემდგომ კი ის ახლით ჩანაცვლდება.

FIAT-მა მანქანის 5 ახალი კონცეფცია წარადგინა

Spotify-ს ჩეტბოტის მსგავსი ფუნქცია დაემატა