თბილისის ინტერენტ ფორუმი საქართველოში ინტერნეტის განვითარებით დაინტერესებულ პირებს აერთიანებს. ფორუმი ყოველწლიურად, ერთი დღით იმართება, სადაც სფეროსთან დაკავშირებული სპიკერები დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ფორუმის ორგანიზატორი – მირიან ჯუღელი, MARKETER-ს წლევანდელი შეკრების შინაარსზე ესაუბრა.
M: როდის ჩატარდება ინტერნეტ ფორუმი და რა თემებს მოიცავს?
ფორუმი 2015 წლის 29 ნოემბერს, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში ჩატარდება. სპიკერები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა : საქართველოს რეგიონებში ინტერნეტის განვითარება; როგორ ხდება პოლონეთში ბლოგების მონეტიზაცია; გურჯაანის რაიონიდან სპიკერი მოგვიყვება რატომ და როგორ გახსნა wi-fi-ს სკვერი სოფელ ჩუმლაყში; წარსდგება ქართულ პროდუქტი – ფოტორატორი, რომლის საშუალებით ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წამში დაბეჭდილს მიიღებთ; როგორ შეიძლება პროდუქციის გაყიდვა საზღვარგარეთ ინტერნეტის დახმარებით;ასევე სპიკერები ისაუბრებენ მედიაკომუნიკაციებზე, რომელიც ინტერნეტით ხორციელდება; საქართველოში ინტერნეტის ისტორიის შესახებ – როგორ გამოიყურებოდა პირველი ქართული ვებ გვერდი და სხვა.
M: ფორუმის სპიკერები ვინ იქნებიან?
სპიკერები იქნებიან:
- ანა ნაკაშიძე – ააიპ ოუფენნეტის დირექტორი და სატელეკომუნიკაციო სფეროს გამოცდილი სპეციალისტი;
- გაბო მელივა – ფოტორატორის შემქმნელი;
- გიორგი წოწკოლაური – Wer Michèlle-ის დამაარსებელი;
- ირაკლი ქაშიბაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე;
- იაკუბ გორნიცკი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლონური ბლოგის Podrozniccy-ს ავტორი;
- სანდრო ქარუმიძე – საქართველოს კავშირგაბმულობის სფეროს წარმომადგენელი;
- უჩა სეთური- ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“;
- გიორგი ხაბურზანია – ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის საერთაშორისო პროექტების განყოფილების დირექტორი;
- სანდრო უჯმაჯურიძე- რაგბის კავშირის მედია და კომუნიკაციების მენეჯერი;
- ნინჩო ეგაძე – TBC ბანკის მარკეტინგის დირექტორი და #13ივნისი-ს მოხალისეთა ჯგუფის ერთ-ერთი შემქმნელი;
- უჩა ქემაშვილი – wi-fi სკვერის ავტორი სოფელ ჩუმლაყში;
წლევანდელ ფორუმზე რეგისტრაცია დასრულებულია. სულ 130 ადგილი იყო გამოყოფილი დამსწრეთათვის, თუმცა 150 ადამიანი დარეგისტრირდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ყველას ვუმასპინძლებთ. ვინც ვერ მოასწრო დარეგისტრირება, საშუალება ექნება ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ლაივსტრიმს უყუროს, გამომსვლელებს კითხვები დაუსვას და დისკუსიაში ჩაერთოს. გამოსვლების ჩანაწერები ინტერნეტში მოგვიანებით განთავსდება.