in

თბილისის ქუჩებს სახელები გადაერქვა!

„დედაენის“ ავტორის ქუჩა, ქართული სინთეზური თეატრის დამაარსებლის ქუჩა, ქვეყნის აღმშენებლად წოდებული მეფის გამზირი, ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის ქუჩა – თბილისის ქუჩებს სახელები გადაარქვეს და რაც ერთი შეხედვითაც ნათელია, ისინი საქართველოში მეფეების, მწერლების, მუსიკოსების, საზოგადო მოღვაწეების დამსახურებების მიხედვით შეიცვალა. შესაძლოა, ეს ერთგვარად, იმ წვლილის გაზიარების ეფექტური გზა იყოს, რომელიც ამ ადამიანებს ჩვენი დღევანდელი კულტურული, ისტორიული, საგანმანათლებლო და სხვა კუთხით მიუძღვით. ინიციატორები, ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობია.

bog
bog-mob

ისე, რას იტყვით, თქვენი ადგილმდებარეობის ვინმესთვის მისახვედრებლად, „დედაენის“ ავტორის ქუჩას არჩევდით, თუ გოგებაშვილის თქმას?

საკვების შეკვეთა აპლიკაციის გარეშე, „დაგუგვლით“ შეგეძლებათ

„რა? სად? როდის?“ და სხვა შეკითხვები ინტელექტუალური თამაშის ეთერში დაბრუნებაზე