როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, 30 სექტემბერს თბილისის ფოტო ფესტივალი 2021 ონლაინ ფორმატში გაიხსნება.
“თბილისის ფოტო ფესტივალის მე-12 გამოშვება „ზღვა ცვლილების“ უკანსკნელი ორი წლის მანძილზე მიმდინარე გლობალური პროცესების შედეგია, ისევე როგორც რეალობა, რომელიც აღარ ჰგავს იმას, რაც აქამდე იყო და არც იმას, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო.
უსაზღვრო სივრცეში, აწმყოსთან პირისპირ დარჩენილები, ვუერთდებით დინებას, რომელიც გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, ახალ ხედვას და სულ ახლებურად გვანახვებს წარსულსაც და მომავალსაც.
აწმყოდან კი, რომელიც აქ არის და იქ, ვეშვებით ზღვაში, რომელიც სავსეა ცვლილებებით და რომლის მონაწილეებიც თავად ვხდებით. მეტიც, ჩვენვე ვქმნით ცვლილებებს,” – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.
თბილისის ფოტო ფესტივალი 2021 30 სექტემბერს ახალგაზრდა ეროპული ფოტოგრაფიის ჩვენებით გაიხსნება ვირტუალურ სივრცეში.
პროექტი ფოტო ფესტივალის და ევროპული ფოტოგრაფიის პტლაფორმის FUTURES თანამშრომლობის შედეგია.
ონლაინ პრემიერაზე წარმოდგენილ არტისტებს შორის არიან:
სელინ კროზ (საფრანგეთი)
ელენი ონასოღლუ (საბერძნეთი)
იონეს მოჰამად (ერაყი)
ჟოსეფინა ვან დე ვოთერ (ნიდერლანდები)
რომან ბაგნარდ (საფრანგეთი)
კამელ მუსა (ტუნისი/ბელგია)
ენიკო ჰოდოსი (უნგრეთი)
არგუინ ესცანდონ & იან გროს (ესპანეთი)
ჯულია პარლატო (იტალია, ბაზირებული ლონდონში)
ბებე ბლანკო აგტერბერგ (ნიდერლანდები)
ჟული გლასბერგი (საფრანგეთი)
ხუთშაბათს, 30 სექტემბერს 21.30 (GMT+4) საათზე შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ თბილისი ფოტო ფესტივალს ფეისბუქ გვერდსა და იუთუბის არხზე.