10 ივნისს, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე, მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი უკვე მეხუთედ გაიმართება.
ფესტივალზე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება, გაეცნონ სიახლეებს საბავშვო მიმართულებით, ბავშვებს კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა ელით.
საფესტივალო აქტივობები განაწილებულია ზონებად: სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, სპორტულ წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებსა და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს თუ კვების ობიექტებს; საბავშვო სტარტაპების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები; კულტურული ზონა კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.
ასევე, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური პროგრამები სპორტული, სახელოვნებო, საგანმანათლებლო მიმართულებით.
ფესტივალის სტუმრებისთვის მთაწმინდის პარკი განსაკუთრებულ ფასდაკლებებს აწესებს. ამ დღეს, ფუნიკულიორი ნახევარ ფასად იქნება, ხოლო საბავშვო ზონაში განსაკუთრებული ფასდაკლებები ელით პატარებს.
საბავშვო ფესტივალის სცენაზე გაიმართება ჯგუფის — „Killages“ კონცერტი.
ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია.
ფესტივალის მეგობარია თიბისი.
დასწრება თავისუფალია!
ერთად ვიზრუნოთ ბავშვების მომავალზე!
[R]