ისე მივიდა კაცობრიობა 21-ე საუკუნემდე, რომ ვერც ომი ავიცდინეთ, ვერც შიმშილი, ვერც ნგრევა და ვერც ადამიანების გაუცხოება, ხვალინდელი დღის მუდმივი შიში და მორალური დანაკარგები. „ქარიშხალია“! თუმცა სამყარო განახლებისთვის იბრძვის და დანაკარგების მიუხედავად, სიკეთე, სიმართლე და თავისუფალი ნება, აუცილებლად გამოვა გამარჯვებული ამ ბრძოლაში.
მოვლენები ხშირად თვითონ გკარნახობს როგორ დალაგდეს და ამჯერად ნამდვილად მივყევით მოვლენათა „კარნახის“ გზას. რა თქმა უნდა, ფესტივალისათვის შერჩევა იწყება ფესტივალამდე ბევრად ადრე, მაგრამ, როგორც ვთქვით, ხანდახან ისე ლაგდება, როგორც შეიძლება თავიდან არ გეფიქრა. საბოლოო ჯამში კი ისეთ სურათს ღებულობ, როგორსაც თითქოს არ ელოდი, მაგრამ რომელიც თურმე შინაგანად უკვე არსებობდა. მისტიურად ჟღერს? კი, თითქმის ისე, როგორც „ქარიშხალი“, სადაც სიკვდილი მოჩვენებითია და რეგენერაციული და სადაც სამყაროს განახლების თემაა მთავარი.
და ვინაიდან თეატრი სამყაროს სარკეა და ყველაზე სუფთა და ზუსტი ანარეკლი, რას დავინახავთ ამ სარკეში? რა მეხსიერება დაგვრჩება თავისუფალი მხატვრების ბრწყინვალე ნამუშევრების ნახვის მერე? რას მოჰფენს სინათლეს თეატრი?
„To me, what is important in the theater is that we don’t want to make a conclusion. We don’t want to make a statement, don’t want to say what something is. We want to ask, What is it?“
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
[პარტნიორის კონტენტი]