9
Sep
2019

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ბილეთებზე -20% ფასდაკლება გამოცხადდა

9 Sep 2019

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ბილეთებზე -20%-იანი ფასდაკლება გამოცხადდა. ფასდაკლებით სარგებლობას 10 სექტემბრის ჩათვლით შეძლებთ. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია როგორც მარჯანიშვილის თეატრის სალაროში, ისე – Biletebi.ge-ზე.

“თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი” 23 სექტემბრიდან ტრადიციულად აიღებს სტარტს და 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალი უკვე მეთერთმეტე წელია, ტარდება. მისი მიზანია, საქართველოს კულტურული პოტენციალი კიდევ უფრო თვალსაჩინო და პოპულარული გახადოს. მანამ, სანამ ბილეთების ყიდვას გადაწყვეტთ, გთავაზობთ ფესტივალის სრულ პროგრამას. 

[R]

განხილვა