6
Nov
2017

თბილისის წიგნის დღეები 2017 ექსპოჯორჯია-ში ჩატარდება

6 Nov 2017

რა წავიკითხოთ 2017-2018 შემოდგომა -ზამთრის სეზონზე? რომანი, ფენთეზი, მსოფლიო ბესთსელერი ქართულ ენაზე, ლექსების კრებული, დოკუმენტური პროზა თუ კომიქსი?

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ადვილია არჩევა, როდესაც წიგნზე გიყვება ადამიანი, რომელიც წაკითხულის შთაბეჭდილების ქვეშ არის. ამიტომ წიგნის დღეები გამოფენების ცენტრ ExpoGeorgia- ში, რომელიც 9-12 ნოემბერს ჩატარდება ამ პრინციპით არის მოფიქრებული, ერთ სივრცეში შეკრებილი სხვადასხვა გამომცემელი წარადგენს ახალ წიგნს, რომლებიც თბილისის მაღაზიებში უკვე იყიდება ან მალე გაიყიდება, გამომცემლობების წარმომადგენლები მოგვაწოდებენ ინფორმაციას მიმდინარე თარგმანებზეც და მომავალ დებიუტებზეც. თბილისის წიგნის დღეები 2017-ის ფარგლებში წიგნების ფასსაც გაცილებით დაბალს შემოგვთავაზებენ.

აგრეთვე ExpoGeorgia-ს გუნდმა მოიწვია ძალზედ სიმპათიური ქართული საგანმანათლებლო და გასართობი თამაშების მწარმოებელი კომპანია თამაშობანა tamashobana , რომელმაც საინტერესოდ შეფუთა ძველი თბილისური თამაშები : ქალაქობანა, რეზინობანა და ა.შ.. გამოფენის ფარგლებში„თამაშობანა“ გაართობს ბავშვებს, მოზარდებს და მათ მშობლებს ყოველ დღე  12-დან 2 საათამდე.

თბილისის წიგნის დღეები 2017- ის ფარგლებში აზროვნების აკადემია – ლეტერატო გამართავს კლასებს მოზარდებისთვის. წიგნიერების კლასში დაინტერესებულ მსმენელს მიაწვდის ინფორმაციას კრიტიკული აზროვნების საჭიროების, ტექნიკებისა და კრიტიკული აზროვნების შედეგად მიღწეული ძირითადი სარგებლის შესახებ.

თბილისის წიგნის დღეები, ექსპოჯორჯიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.

წელს ოთხი დღის განმავლობაში გამოფენა  დატვირთული იქნება აგრეთვე ლექციებით, სემინარებითა და პრეზენტაციებით.

გელით 9-12 ნოემბერს ექსპოჯორჯიაში “თბილისის წიგნის დღეებზე” მე-11 პავილიონში. წერეთლის გამზ.118.

სამუშაო საათები: 11:00-19:00

თბილისის წიგნის დღეები 2017 – სარეგისტრაციო ფორმა

? https://goo.gl/5BTMKX

შეავსეთ და მიიღეთ მოსაწვევი, ფასდაკლებით!

განხილვა