in

„ლიონ ავტო“ თბილისობაზე Peugeot 2008-ს წარადგენს

ეჟოს“ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში, კომპანია „ლიონ ავტო“, თბილისობის ფარგლებში გამართულ ავტოშოუზე ერთ-ერთ პოპულარულ მოდელს, Peugeot 2008-ს წარადგენს. ავტოშოუ, რომელსაც მერიის მხარდაჭერით ტრადიციულად ჟურნალი „ავტო ბილდი“ ატარებს, შაბათს 15 ოქტომბერს 12-დან 18 საათამდე მეტეხის ხიდზე გაიმართება.

BOG
BOG

ქროსოვერი Peugeot 2008, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ პირველად 2013 წელს წარადგინა, უკვე ხელმისაწვდომია ქართველი ავტომოყვარულებისთვის. საქართველოში აღნიშნული მოდელი ევრო-5 სტანდარტის 1.6  ლიტრიანი (სიმძლავრე – 120 ც.ძ.) ბენზინის ძრავით არის აღჭურვილი, მექანიკური და ავტომატური სიჩქარეების კოლოფით. დინამიური, ორიგინალური დიზაინის მქონე, კომფორტული და ყველა თანამედროვე პასიური და აქტიური უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი Peugeot 2008 განსაკუთრებით მოეწონებათ აქტიური ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანებს.

PEUGEOT_2008_2015_031_FR

Peugeot-ს ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში კომპანია „ლიონ ავტოა“.  სს „ლიონ ავტო“ 2016 წელს შემოვიდა ბაზარზე, როგორც „პეჟოს“ ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს როგორც მსუბუქ, ასევე კომერციულ მოდელებს – 208, 2008, 301, 308, 3008, 508, Partner, Expert, Boxer. აგრეთვე ფუნქციონირებს სრულად აღჭურვილი სერვის ცენტრი, სადაც ტექნიკურ მომსახურებასთან ერთად ხელმისაწვდომია ორიგინალი სათადარიგო ნაწილები.

ცისფერ ცეცხლში გახვეული აფრიკა – Absolut–ის მუსიკალური ვიდეორგოლი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტოკონკურსი დაიწყო!