in

თბილისში   „I-HUB თბილისი“  იხსნება

Startauperi
Startauperi

Ilia Ghlontiთბილისში 2016 წლის იანვრიდან  I-HUB თბილისი  იხსნება. I-HUB-ი  იქნება სივრცე, სადაც „Start up“ -ების დამფუძნებლები მიიღებენ პროფესიულ რჩევებს, მათ გაუწევენ მენტორობას. ასევე, ჩატარდება ინოვაციებთან და მეწარმეობასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. პროექტს Seed Forum Georgia ახორციელებს.

რა შესაძლებლობას მისცემს „I-HUB თბილისი“  Start up -ების დამფუძნებლებსა და მეწარმეებს, კიდევ რა პროექტების განხორციელებას გეგმავს Seed Forum Georgia , „მარკეტერი”ილია ღლონტს (Seed Forum Global-ის რეგიონულ კოორდინატორი)  ესაუბრა.

ილია ღლონტი:  „Seed Forum Georgia არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ინვესტორთა გაერთიანების,  Seed Forum Global-ის წევრი. ამ ორგანიზაციის წევრია 24 ათასი ინვესტორი, 45 ქვეყანა და 60 ქალაქი. Seed Forum-ი ეს არის ადგილი, სადაც ერთამენთს ხვდებიან ინვესტორი და ისინი, ვინც თავისი იდეისთვის დაფინანსებას ეძებს.  შესაბამისად,  Seed Forum Georgia ამ წლის 14 და 16 დეკემბერს მართავს Seed Forum-ისთვის ტრადიციულ კონფერენციას, რომლის მიზანია  ინვესტორებისა და დაფინანსების მაძიებლების შეხვედრა. კონფერენცია შედგება ორი ნაწილისგან. 14 დეკემბერს ვატარებთ ტრენინგს მათვის, ვინც ბიზნესში უკვე შეაბიჯა, ან სურს გახდეს მეწარმე. ამისთვის ჩამოგვყავს რამოდენიმე საერთაშორისო დონის სპეციალისტი, რომელთა ვინაობა ჯერ საჯარო არაა. თუმცა, უახლოეს მომავალში ჩვენი გვერდის მეშვეობით გავაცნობთ ჩვენს მომხმრებელს , ხოლო 16 დეკემბერს ჩატარდება INVESTOR MATCHMAKING FORUM, სადაც 27 ნოემბრამდე შერჩეული ახლადშექმნილი კომპანიები გამართავენ „პიტჩინგს“ ქართველი და უცხოელი ინვესტორების წინაშე. ჩვენ შევარჩევთ 5-მდე საუკეთესო კომპანიას, რომელიც გაემგზავრება Seed Forum-ის მანსპინძელ 5 ქალაქში (სინგაპური, ლონდონი, ნიუ-იორკი, აქ შეგიძლიათ იხილოთ კალენდარი: www.seedforum.org), სადაც ამ კომპანიებს შეეძლებათ რეალური დაფინანსების მოპოვება. Seed Forum Georgia­-ის სამომავლო საქმიანობა ასეთი იქნება მომავალშიც.

ihub tbM: რა არის Seed forum Georgia-ის მიზანი?

Seed Forum Georgia-ის მთავარი მიზანია, საქართველოში მეწარმეობის წახალისება, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენა. ვცდილობთ , ჩვენი პროექტებით მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას წინსვლაში. ზუსტად ამიტომ, Seed Forum-ის მხარდაჭერით დაარსდა ინოვაციების ჰაბი I-HUB Tbilisi.

M: რა არის I-Hub-ი ?  

„I-HUB თბილისი“  ეს არის  ე.წ. ინოვაციების ჰაბი, ანუ სივრცე, რომელიც მუშაობს რამდენიმე მიმართულებით.  პირველი მიმართულება ეს არის „სტარტაპ“ აქსელერატორი (მომწესრიგებელი). iHub თავის ბორდზე მიიღებს სხვადასხვა „სტარტაპ“ -ს, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ არსებობას და მათ გაუწევს დახმარებას, მენტორობას, რათა „სტარტაპი“ სრულყოფილ ბიზნესად ჩამოყალიბდეს.  გარდა ამისა, iHub არის სივრცე, სადაც ჩატარდება ინოვაციებთან და მეწარმეობასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ამ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი სპეციალისტები, ასევე უცხოელი სტუმრები და პოტენციური ინვესტორები. ჩატარდება როგორც ჰაკათონები, სხვადასხვა კონკურსები, ასევე „სტარტაპ“  შეჯიბრებები და სხვა.  ეს არის iHub-ის ორი ძირითადი მიმართულება. მოკლედ რომ ვთქვათ, iHub არის დიდი სივრცე, სადაც ქართველ „სტარტაპერებს“ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ის, რაც აქამდე საქართველოში ძალიან რთული იყო, რომ მიგეღო: სამუშაო სივრცე, კონტაქტები, პროფესიონალების დახმარება.  ჩვენ გავიხსნებით 2016 წლის იანვარში თბილისის ტექნო-პაკრის ბაზაზე, სადაც დავიკავებთ შენობის, დაახლოებით 600 კვ. მ.-ს რომელიც დაედმობა co-working-ს, ხოლო დანარჩენი სივრცეები, როგორიცაა საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრების ოთახები.  გვექნება საერთო ტექნო-პარკის სხვა წევრებთან ერთად.

ihub tbilisiM: რა არის I-Hub-ის შექმნის მიზანი? 

I-HUB იდეურად განუყოფელია Seed Forum-ისგან, თუმცა ამავე დროს ის საკმაოდ სპეციფიურია, რადგან ასეთი ფორმით Seed Forum-ი მხოლოდ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არის წარმდოგენილი. ჰაბის შექმნის მიზანი იყო ქართველი მეწარმეებისათვის მიგვეცა განვითარების შესაძლებლობა, გაგვეწია მათვის „მენტორშიპი“ და ხელი შეგვეწყო საბოლოო ჯამში ბიზნესის სფეროს განვითარებისთვის საქართველოში, ასევე აგვეყვანა ქართული დამწყები კომპანიები დასავლეთის კომპანიების დონეზე. ეს იქნება მთავარი მიზანი და ეს პროცესი იმ მიზნებსაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, რაც Seed Forum-ს აქვს გაცხადებული.

M: კიდევ რა პროექტებს განახორციელებს Seed forum Georgia?

ჩვენი პრინციპი – ღიაობაა.  მიმაჩნია, რომ სწორად ეს პრინციპი განსაზღვრავს ჩვენს წარმატებულობის საკითხს. ჩვენ მზად ვართ დავუთმოთ ჩვენი სივრცე ნებისმიერ იდეას, წინადადებას, რომელიც წამოვა ინოვაციური სფეროს წარმომადგენლებისგან, ამავე დროს მზად ვართ ჩვენს საქმიანობაში შევიტანოთ რაღაც ცვლილებები, თუ ჩვენი საზოგადოება ამას მოითხოვს. შესაბამისად, კიდევ ბევრი და დიდი პროექტი გვექნება, თუ ბოლომდე ვიმუშავებთ ამ მიდგომით.

ტანსაცმლის ინტერაქტიული მოსაზომი ოთახი – “Ralph Lauren”-ის ახალი ნაბიჯი

ქეთი თევდორაძის გუნდი FORWARD EXPERIENCE-ის გამარჯვებულია!