30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესი – „კოლხიდა 2023“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია სახისა და სხეულის გადასაჭიმი, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანია „აპტოსი“, რომელიც დამსწრეებს უნიკალურ ფორმატსა და დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება. „კოლხიდა 2023“ რედისონ ბლუ ივერია & ბილტმორის სასტუმროში ჩატარდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 90-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის იქნება მსოფლიოში ცნობილი და წამყვანი 120 სპიკერი. კონგრესი ამ წელსაც აგრძელებს ტრადიციას და დამსწრე პროფესიონალებს გაუზიარებს ცოდნას პლასტიკურ ქირურგიაში, დერმატოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში.
ამასთან ერთად, „კოლხიდა 2023“ უმასპინძლებს ესთეტიკურ ინდუსტრიაში წამყვანი ბრენდების გამოფენას, სადაც ნაჩვენები იქნება პლასტიკურ ქირურგიაში არსებული უახლესი მიღწევები და ულტრათანამედროვე დერმატოლოგიური პროდუქტები.
„ღონისძიების დამსწრეებს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში. წინა წლების მსგავსად, წლევანდელი კონგრესის ფარგლებშიც, მონაწილეები დაესწრებიან თეორიულ და პრაქტიკულ სესია-სემინარებს. ეს კი უფრო დაგვეხმარება, შევქმნათ დაუვიწყარი გამოცდილება, რაც, თავის მხრივ, პროფესიონალ ექიმებს შორის გახდება დასაბამი ახალი და ღირსეული თანამშრომლობის“, – ამბობს „აპტოსის“ მარკეტინგის დირექტორი ალექსანდრე ჩიქობავა.
საკონტაქტო ინფორმაცია: 551 93 33 30
ანო ბოჯგუა
საერთაშორისო ბრენდ მენეჯერი
E-mail: (a.bojgua@aptos.ge)
ტელ: +995 (551 93 33 30)
Tbilisi, Georgia is set to host 17th International Congress on Plastic Surgery & Dermatology, known as Kolkhida 2023. Organized by Aptos, this prestigious event will take place from June 30TH to July 2nd, 2023, at the Radisson Blu Iveria & Biltmore Hotel. With its unique hybrid format, Kolkhida 2023 promises an exceptional experience for attendees.
Drawing in a diverse audience of 1000 delegates from over 90 countries, along with 120 Key Opinion Leader doctors from across the globe, Kolkhida has established itself as a leading platform in the field. This year’s congress will continue the tradition of delivering cutting-edge knowledge and insights to professionals in plastic surgery, dermatology, and aesthetics.
Moreover, Kolkhida 2023 will host an exhibition area featuring top brands in the industry. From the latest advancements in plastic surgery techniques to state-of-the-art dermatological products, the exhibition will provide a comprehensive showcase of the most cutting-edge innovations. “Attendees will have perfect opportunity to connect with leading experts, stay up-to-date on the latest trends new products and technologies, and foster valuable collaborations.”
Join us in Tbilisi, Georgia, and embark on a transformative journey at the forefront of the field.
For more information and registration details, please visit the official Kolkhida 2023 website: https://kolkhida.org/

[პარტნიორის კონტენტი]










