in

თბილისში პირველი ტექნოლოგიური სკოლა „სტეპ სკოლა“ გაიხსნა

„სტეპ სკოლა“ IT აკადემია STEP-ის ახალი, სასკოლო მიმართულებაა და სრულად ორიენტირებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებზე (VII-XII კლასი). IT აკადემია STEP უკვე 20 წელზე მეტია, რაც განათლების ბაზარზე ოპერირებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდების ტექნოლოგიური უნარების განვითარებაში. 2023 წელს „სტეპმა“ სახელმწიფო ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

„სტეპ სკოლის“ მთავარი პრიორიტეტი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სხვა დისციპლინასთან ერთად, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაღრმავებული და ინტეგრირებული სწავლებაა. სკოლა განსაკუთრებით საინტერესოა, ასევე, იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც სწავლის გაგრძელება მედიცინისა და ჯანდაცვის მიმართულებით სურთ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში XI და XII კლასებისათვის დამატებით შეთავაზებულია ე/წ აბიტურის პროგრამა, რაც ქიმია-ბიოლოგიის გაძლიერებულ სწავლებას გულისხმობს.

სკოლაში შექმნილია სწავლებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემო. სკოლის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი ინფრასტრუქტურული მოწყობაა. კლასები გათვლილია მაქსიმუმ 15 მოსწავლეზე, სადაც თითოეული მოსწავლისათვის ინდივიდუალურად გამოყოფილია კომპიუტერი და უზრუნველყოფილია წვდომა სხვა საჭირო ციფრული ტექნოლოგიებზე, რომლის გამოყენებაც სრულად არის ინტეგრირებული სასწავლო პროცესში.

სტეპ სკოლის ლაბორატორიები აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხოლო თანამედროვე სპორტული დარბაზები მოსწავლეებს მისცემს საშუალებას მათი ინტერესის შესაბამისად დაკავდნენ ფიტნესით, კრივით, მძლეოსნობით, კროსს ფიტით ან დაეუფლონ კიოკუშინ კონტაქტური კარატეს ხელოვნებას.

გარდა ტრადიციული და გაძლიერებული სწავლებისა, „სტეპ სკოლის“ ყველა მოსწავლე შეძლებს ტექნოლოგიური უნარების განვითარებას. ამისათვის სკოლაში პარალელურად ისწავლება პროგრამირება, გრაფიკული დიზაინი, ასევე მოქმედებს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის კლუბები. მოსწავლის შემოქმედებითი უნარებისა და ინტერესების გათვალისწინებით სკოლაში მოქმედებს ემოციური ინტელექტის კლუბი, კლუბი „მე მეცნიერი“ და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალური მეწარმეობის მიმართულებას.

სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული არჩევანის მხარდაჭერა, რისთვისაც გათვალისწინებულია პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელება.

„სტეპ სკოლაში“ მიღება უკვე დაიწყო. გაეცანი სტეპ სკოლის პროგრამებს, ხოლო მიღების წესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის შესაძლებელია, ასევე, მოითხოვო პერსონალური კონსულტაცია.

[პარტნიორის კონტენტი]

რა მოხდა 18 ივნისს? – „ზედაზენის“ დაუვიწყარი სიურპრიზი ფეხბურთის ქართველ ქომაგებს

როგორ ვეძიოთ ბედნიერება?