14
Mar
2019

მეწარმეების ხელშემწყობი “თბილისური ბაზარი” იხსნება

14 Mar 2019

23 მარტს, ღონისძიებების სერია „თბილისური ბაზარი” იწყება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას, დაეხმაროს მეწარმეებს პროდუქციის რეალიზებასა და ცნობადობის გაზრდაში. „თბილისური ბაზარი“ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად, მეწარმეებმა და არტისტებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

mBank QR
mBank QR

პროექტს ქართული პროდუქტების მწარმოებელი მიკრო და მცირე მეწარმეების გაერთიანება „STALL” ახორციელებს. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის ეკონომიკური განვითარების სამოქალაქო სამსახური.

განხილვა