in

„თბილღვინო” – 60-წლიანი გამოცდილებით შექმნილი ღვინის არომატები

როდესაც ღვინის სამშობლოდ წოდებულ ქვეყანაში ღვინის მწარმოებელი კომპანია ხდები, შენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. პირველ რიგში, უნდა შექმნა ხარისხიანი პროდუქტი, ასევე უნდა გაითვალისწინო მაღალი კონკურენცია, მომხმარებლის მოთხოვნები და მრავალფეროვნება. ყველა ცოდნა, რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ ჩნდება და მას წლების გამოცდილება სჭირდება.

ასეთი გამოცდილებით იწონებს თავს ცნობილი ქართული ბრენდი „თბილღვინო”, რომელსაც 2022 წელს 60 წელი შეუსრულდა და ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მომხმარებელს არაერთი საინტერესო პროექტი შესთავაზა.

ამ თარიღის აღსანიშნავად ბრენდმა საიუბილეო კოლექცია შექმნა, რომელშიც საკუთარ ვენახებში მოყვანილი და დაწურული ყურძნისგან დამზადებული საფერავი და წინანდალია წარმოდგენილი. კოლექციის ეტიკეტზე დატანილია QR კოდი, რომლის დასკანერებითაც მომხმარებელი გადავა ახალ ვებგვერდზე, სადაც თავმოყრილია კომპანიის შესახებ საინტერესო ფაქტები და მისი 60-წლიანი მოგზაურობა ღვინის სამყაროში.

ასევე შეიქმნა ორივე სახეობისადმი მიძღვნილი ანიმაცია, სადაც მაყურებელი, ფერადი ილუსტრაციების მეშვეობით, წინანდლისა და საფერავის ჯიშების მახასიათებლებს ეცნობა. თბილღვინოს საიუბილეო წინანდალი ერთ-ერთი უძველესი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა. ის მომწვანო-ჩალისფერია, ხოლო გემო საკმაოდ მრავალფეროვანი აქვს. მის ტონებში იგრძნობა კახური მწვანეს სიხალასე, რქაწითლის სიმსუბუქე და ძალა, აგრეთვე ნედლი თხილის, თეთრი ატმისა და ციტრუსის არომატები.

რაც შეეხება საფერავს, ის კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი სიამაყეა. „თბიღვინომ” 2018 წლის მოსავლისგან ჩემპიონი საფერავი შექმნა, რომელიც ლონდონში 2020 წელს ჩემპიონ წითელ ღვინოდ დასახელდა. მასში მწიფე ალუბლის, იის, მაყვლის, ვანილისა და მუხის ტონები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. თბილღვინოს საფერავი ლონდონში საუკეთესო წითელ ღვინოდ დასახელდა.

მოგზაურობა, რომელმაც ბრენდი ამ საიუბილეო თარიღამდე მოიყვანა, მარტივი არ იყო. უამრავ წარმატებასთან ერთად, რთული პერიოდების გავლაც მოუწია. ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი უკრაინაში მიმდინარე ომმა არაერთი სირთულე გამოიწვია. ომის გამო თბილღვინომ გადაწყვიტა, შეეჩერებინა ექსპორტი რუსეთში და მოუწია ახალი სტრატეგიის შემუშავება, რათა სხვა ქვეყნები აეთვისებინა. კომპანიას უკვე ჰყავდა 30 პარტნიორი ქვეყანა, თუმცა 2022 წელს მათ დაემატა უნგრეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ახალი ზელანდია.
მიუხედავად სირთულეებისა, კომპანია წარმატებულად საქმიანობს და არაერთი ჯილდოს მფლობელიცაა. პირველი ასეთი ჯილდო განსაკუთრებული მარაგის საფერავმა ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღო – ვერცხლის მედალი International Wine & Spirits Competition, London-ზე. თბილღვინო ყოველწლიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსში, სადაც წარმოდგენილ ღვინოებს მსოფლიოში სახელგანთქმული ექსპერტები და სომელიეები აფასებენ.
2022 წელს Decanter London, IWC London, IWSC London მიღებული 49 ჯილდოთი, თბილღვინო უკვე მესამედ გახდა ყველაზე ტიტულიანი ქართული კომპანია მიღწევების ჯამური რაოდენობით.

„60-წლიანი გზა გამოწვევებით სავსე, საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ამ წლების განმავლობაში შევქმენით განსაკუთრებული მარაგის ღვინო (2002), განვაახლეთ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია (2010), დავიწყეთ ამბერ ღვინოების წარმოება (2019) და რეალიზაციაში ჩავუშვით ქართული ბრენდი (2020)”, – აცხადებენ კომპანიაში.

2012 წლიდან თბილღვინომ გახსნა ახალი საწარმო ყვარელში, სადაც დაიწყო საკუთარი ვენახების გაშენება, რამაც საშუალება მისცა, წარმოების სრული ჯაჭვი შეეკრა, რაც ღვინის ხარისხისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანიაში სჯერათ, რომ თანმიმდევრული და მუდმივი წინსვლა სტაბილურ ხარისხს განაპირობებს, მომხმარებელში კი ნდობას იწვევს.
ბოლო ათწლეულია, თბილღვინო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ ენდემურ ჯიშებს. 2022 წელს კომპანიამ შექმნა ქვევრის მცვივანი, ხოლო 2023 წლიდან ვარდისფერი რქაწითლისა და ბუდეშური საფერავის წარმოება აქვს გეგმაში. რადგან გეგმებზე ვსაუბრობთ, იმასაც გეტყვით, რომ სამომავლოდ კომპანიას კიდევ ბევრი სიახლე ექნება. ერთ-ერთი ასეთია ყვარლის საწარმოს ტერიტორიაზე საქვევრე-სადეგუსტაციო სივრცის მოწყობა, რომელიც იქნება უნიკალური არქიტექტურის მაგალითი. ამავე შენობაში განთავსდება სტუმრების მისაღები, ღვინის სადეგუსტაციო და სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობი სივრცეები.

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე არის თბილღვინოს მიერ წარმოებული ბრენდი VS, რომლის დაგემოვნებაც 2023 წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი. ამ სასმლის დამზადებისას გამოყენებულია მაღალი ხარისხის საბრენდე სპირტები, რომლებიც 6 წლის განმავლობაში ვარგდებოდა ფრანგული მუხის კასრებში.

ეს, რა თქმა უნდა, 60 წლის ისტორიის სრული აღწერა არ არის. 1962 წლიდან დღემდე კომპანიამ დიდი გზა გაიარა და ვეცადეთ, ამ გზის ძირითადი ნაწილი მიმოგვეხილა. საერთო ჯამში, წარმატების მთავარ მიზეზად გუნდის წარმომადგენლები ცოდნას, გამოცდილებასა და ახლის შეცნობის მუდმივ სურვილს ასახელებენ. ასე რომ, წინ დიდი გეგმებითა და ხარისხიანი ნიშის შექმნით, „თბილღვინო” კიდევ მრავალ სიახლეს გვპირდება, რათა ღირსეულად გააგრძელოს ქართული ღვინის ტრადიციის 8000-წლიანი ისტორია.

[R]

ნამდვილად იცით, ვინ არის თქვენი საუკეთესო მომხმარებელი?

კლინიკა „მედი“ გრანდიოზულ სიახლეებს აანონსებს