in

ჭიქა ღვინო და ერთი ამბავი – დიდი ადამიანები და მათი ისტორიები „თბილღვინოს“ ახალ პროექტში

ყველა ამბავი, რომელსაც ამ სერიაში იხილავთ, გამორჩეულია იმით, რომ სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ადამიანების უდიდეს ღვაწლს გამოხატავს.

„ჭიქა ღვინო და ერთი ამბავი“ „თბილღვინოს“ კიდევ ერთი პროექტია, სადაც როგორც გარდასულ დღეთა დიდი მოღვაწეები და მათი დიდებული ისტორიები, ასევე, თანამედროვე ადამიანები მონაწილეობენ და საკუთარი აღმოჩენების შესახებ მოგვითხრობენ: რა გადახდათ ცხოვრების გზაზე, როგორ გაუმკლავდნენ არაერთ მარცხს და მიაღწიეს მიზანს! მაინც შეძლეს გამარჯვება.

ყველა ამბავი, რომელსაც ამ სერიაში იხილავთ, გამორჩეულია იმით, რომ სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ადამიანების უდიდეს ღვაწლს გამოხატავს.

აქ მოისმენთ იმ ადამიანების ამბებს, რომლებიც აღტაცების ბურუსში ხვევდა არა მხოლოდ ჩვენს თანამოქალაქეებს, არამედ საზღვრებს გარეთ, უცხო ხალხების ინტერესსა და აღფრთოვანებასაც იწვევდა.

ამიტომ, შეგიძლიათ, ჭიქა ღვინით შეივსოთ, კარგად მოკალათდეთ და საინტერესო ამბებზე დაგვეწვიოთ:

მინდია ჯალაბაძე არქეოლოგია, რომელსაც ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიის დადასტურებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მინდია მოგვითხრობს პირველი ქვევრის აღმოჩენისა და შემდგომ განვლილი გზის შესახებ:

 პაოლო იაშვილი კი ცისფერყანწელების დაარსების ისტორიას გვიზიარებს:

„თბილღვინო“ საინტერესო ამბების მოძიებას აგრძელებს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შემდეგ ეპიზოდებშიც გამოჩენილი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ადამიანები მოგითხრობენ.

როგორ შეიქმნა Nike-ის ლოგო?

AR აპლიკაცია ობობების შიშს გაგიქრობთ!