25
Nov
2019

„თბილღვინო მასპინძლობისთვის” – ბრენდის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა 

25 Nov 2019

კომპანია „თბილღვინოს“ ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა „თბილღვინო მასპინძლობისთვის” სააგენტო „Windfor’s“ -მა შექმნა. კამპანიის მიზანია, ბრენდის, როგორც „ქალაქის მასპინძელი ღვინის” პოზიციონირება.

ღვინის კუთხეს – საუკეთესო მასპინძლებისთვის!

თბილღვინო წარმოგიდგენთ – ღვინის კუთხეს – საუკეთესო მასპინძლებისთვის! 🌿 თვლი, რომ კარგი მასპინძელი ხარ? დარეგისტრირდი www.tbilvinohost.ge -ზეთუ თბილღვინოს რჩეული მასპინძლების რიცხვში მოხვდები, ღვინის კუთხეს შენს ინტერიერს უსასყიდლოდ მოვარგებთ. 🍷 და რაც მთავარია, ღვინის კუთხეს ღვინის მარაგიც მოჰყვება! ——- Tbilvino presents – Wine Corner – for the best hosts! 🌿 Are you an expert host?Register on www.tbilvinohost.geand tell us about yourself. 🍷 Selected Tbilvino hosts will get wine corners free of charge and of course with a complimentary supply of wine!

Gepostet von Tbilvino თბილღვინო am Montag, 25. November 2019

ღვინის კუთხე

„საქართველო ღვინის და შესაბამისად მასპინძლობის სამშობლოა. სწორედ ამიტომ, „თბილღვინომ“ საუკეთესო მასპინძლებისთვის განსაკუთრებული პროდუქტი შექმნა. სხვადასხვა ბინის ინტერიერზე მორგებული – ღვინის კუთხე – რომელიც, მასპინძლობისთვის აუცილებელი ყველა აქსესუარითა და ატრიბუტიკითაა აღჭურვილი. ღვინის კუთხე – მობილური აქსესუარია, სადაც განთავსებულია თბილღვინოს ბოთლები და სხვადასხვა აქსესუარები – ჭიქები, ღვინის ბოთლის გასახსნელი ა.შ.

„კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებპლატფორმა Tbilvinohost.ge. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და ატვირთონ ბინის სურათები ან airbnb.com, booking.com ბმული, სადაც მათი ბინის ფოტოები და ინფორმაციაა განთავსებული. აუცილებელი პირობაა, დაასაბუთონ რატომ იმსახურებენ „თბილღვინოს“ რჩეული მასპინძლების რიცხვში ყოფნას. მას შემდეგ რაც არჩევანი გაკეთდება, სრულიად უსასყიდლოდ, დავამონტაჟებთ რჩეული მასპინძლის ბინაში ღვინის კუთხეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათ ღვინით მოვამარაგებთ“, – ამბობენ „თბილღვინოს“ წარმომადგენლები.

 

[R]

განხილვა