in

ამბერ რქაწითელი და ქისი – სიახლე „თბილღვინოსგან“, მზის ჩასვლის ელფერით

ქარვისფერი ღვინო მხოლოდ ტექნოლოგიითა და არომატით განსხვავებული კი არ არის, არამედ თავგადასავლებისა და სიახლისკენ მავალი ადამიანების ცხოვრების სტილია.

ამბერ რქაწითელი და ამბერ ქისი (ქარვისფერი, მშრალი)

ფერი: ღია ქარვისფერი, მზის ჩასვლის ელფერით;

არომატი: კომშისა და გარგარის ჩირისა;

გემო: საშუალო სხეულიანი, დაბალანსებული სიმჟავითა და ტანინით;

თბილღვინო“ სიამაყით აანონსებს ამბერ რქაწითელისა და ქისის წარმოების დაწყებას – ღვინოების, რომელშიც დახვეწილობა, ელეგანტურობა და ექსკლუზიური გემოა თავმოყრილი.

არქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად, 8000 წლის წინ, საქართველოში ღვინო მზადდებოდა და თიხის ჭურჭელში, ქვევრში ინახებოდა. ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი კი, ამჟამად, გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის (იუნესკო) მიერ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის არის შეტანილი.

ქარვისფერი ღვინის ფესვები სწორედ ამ უნიკალურ ტექნოლოგიას უკავშირდება.

მეღვინეობის ეს მეთოდი არის თეთრი ღვინოების დამზადების უძველესი ფორმა, რომელიც საუკუნეებით თარიღდება. საქართველოს არასდროს შეუწყვეტია ამ გზით თეთრი ღვინის წარმოება“, – ერიკ აზიმოვი, The New York Times.

ქარვისფერი ღვინის ფესვები
ქარვისფერი ღვინის მომზადებისას, ევროპული თეთრი ღვინისგან განსხვავებით, ყურძნის კანი წვენთან კონტაქტში რჩება დღეების ან ზოგ შემთხვევაში, თვეების განმავლობაშიც. სწორედ ამიტომ, ქარვისფერი ღვინო კანთან კონტაქტის მეთოდით დადუღებული თეთრი ღვინის სახელითაცაა ცნობილი.

ამბერ ღვინო „თბილღვინოსგან“
ქარვისფერი ღვინო მხოლოდ ტექნოლოგიითა და არომატით განსხვავებული კი არ არის, არამედ თავგადასავლებისა და სიახლისკენ მავალი ადამიანების ცხოვრების სტილია.

ღვინის მოყვარული ადამიანების გულსა და გონებაში, 2020 წელს, ქარვისფერმა ღვინომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. მას აწარმოებენ, ჰყიდიან და მიირთმევენ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე“, – საიმონ ვულფი, დეკანტერი.

ამბერ რქაწითელი და ქისი „თბილღვინოს“ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან მზადდება, დროული და ქრონოლოგიური პროცესები კი, სიფრთხილითა და კონტროლით  მიმდინარეობს.

„თბილღვინოს“ ქარვისფერი ღვინო ევროპული კლასიკური მეთოდით დაყენებულ თეთრ ღვინოზე სხეულიანია და ამიტომაც, ისევე ეხამება სადილს, როგორც ქვევრის ღვინო.

მომხმარებლები ყოველდღიურად გამოხატავენ დიდ ინტერესს ქარვისფერი  ღვინისადმი“, – ამბობს ლორენა ასენსიოსი, Astor Wines-ის შესყიდვების მენეჯერი, ნიუ-იორკის ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მოვაჭრე.

რეკომენდებულია, დაწყვილდეს ხორცის მრავალფეროვნებასთან: ქათამთან, თევზთან. საინტერესო შეხამებას ვიღებთ ძეხვეულთან, მძაფრი არომატის მქონე ყველთან, ზეთისხილთან, სოკოსთან ერთად.

[R]

„Silicon Valley-ზე ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ“ – Cardeal-ის თანადამფუძნებელი ზურა ბაკურიძე

რობოტი გვიჩვენებს, რამდენად მარტივია ცურვა წყალქვეშა არსებებისთვის