in

„თბილღვინომ“, საერთაშორისო კონკურსებზე, 47 მედალი მოიპოვა

„თბილღვინომ” ღვინის საერთაშორისო კონკურსზე “International Wine Challenge 2021“ (IWC) 21 მედალი მოიპოვა, Decanter 2021-ზე 18, „International Wine & Spirits Competition 2021″-ზე (IWSC) კი, ღვინის ქართული ბრენდი, 8 მედლით დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია, რომ ღვინის სამყაროში Decanter, IWC და IWSC ყველაზე გავლენიანი კონკურსებია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში, ყოველწლიურად,იმართება და სადაც ღვინის ხარისხს საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიურის მიერ ფასდება.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ჯილდოებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „ნაფარეულისა” (2016) და „მუკუზანის” (2018) ოქროს მედლები International Wine & Spirits Competition-ზე.

„ნაფარეული“ მწიფე შავი კენკრისა და შავი ხილის ტონებით გამოირჩევა. სხეულიანი, ძლიერი ღვინოა, რომელშიც ტანინები, მჟავიანობა და სიხალასე კარგად ერწყმის ერთმანეთს.

თბილღვინოს 2018 წლის განსაკუთრებული მარაგი „მუკუზანი“ კი ჯიშური არომატითა და მუხის ტონებით გამოირჩევა, შავი ქლიავის ჯემის სურნელით, კენკრითა და ვანილით.

„ჩვენი წარმატება, საერთაშორისო კონკურსებზე, ქართული ღვინის წარმატებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია – ინფლუენსერებმა, სახელგანთქმულმა ექსპერტებმა და ღვინის ენთუზიასტებმა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, გაიცნეს ქართული ღვინის დამზადების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და დააგემოვნეს ქართული ღვინო“.

აქვე შეგახსენებთ, რომ „თბილღვინოს” ისტორია ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება – ღვინის საწარმო 1962 წელს გაიხსნა. დღეს კი, 2 საწარმოსა და 355 ჰექტარზე გაშენებულ ვენახებს ფლობს, მუკუზნისა და ქინძმარაულის მიკროზონებში. კომპანია, ყოველწლიურად, 7.5 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს და მის პროდუქციას მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ.

 

[R]

წყალქვეშა ეგვიპტურ ქალაქში 2 400 წლით დათარიღებული ხილით სავსე კალათები აღმოაჩინეს

თოდუას კლინიკაში მართვის ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფა დაინერგა