იმ მშობლების ცნობიერების ასამაღლებლად, რომლებიც შვილების გაცხადებულ სექსუალურ იდენტობას ებრძვიან, TBWA\London-მა სოციალური კამპანია წამოიწყო, სახელად #OutAndProudParentsDay
კამპანია საქველმოქმდო ორგანიზაცია Naz and Matt Foundation-თან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც რელიგიური აღმსარებლობიდან გამოწვეულ ჰომოფობიას ებრძვის, შესაბამისად, იმას, რომ მშობლებმა არ მიიღონ თავიანთი LGBTQ+ შვილები.
ინიციატივის მიზანია გზავნილის გავრცელება – მშობლებმა თავიანთი შვილები მიიღონ. სათქმელი კი ვიდეორგოლითაა გადმოცემული და აუდიტორიამდე სოციალური მედიის საშუალებით მიდის. ვიდეორგოლში ნაჩვენებია დედები და მამები, რომლებიც ამბობენ, რომ მათი შვილები LGBTQI+ თემის წარმომადგენლები არიან და საუბრობენ, როგორ ამაყობენ შვილებით. ერთგვარი „Comig Out“ აქვთ მათ.
კამპანიის ფარგლებში, ასევე, მშობლები წახალისებულები არიან, რომ საკუთარი ვიდეოები გააზიარონ ჰეშთეგით: #OutAndProudParentsDay და წინააღმდეგობა გაუწიონ იმ ნეგატიურ ტალღას, რომელიც რელიგიური საზოგადოებებიდან, შესაძლოა, წამოვიდეს.











