in ,

კრეატიულმა სააგენტომ მოიფიქრა, როგორ ავარიდოთ თავი კარის ბინძური სახელურის ხელის მოკიდებას

თუკი, მაღაზიის, აფთიაქის ან სხვა დაწესებულების კარის გაღებისას არ გსურთ ხელი მოკიდოთ მის სახელურს, რომელსაც უამრავი სხვა ადამიანი ეხება, სააგენტო TBWA\Helsinki-ის ეს გამოსავალი მოგეწონებათ.

სააგენტომ, გადამუშავებული პლასტმასისგან, 3D პრინტერით, სახელური Fortum Vipu შექმნა, რომლითაც კარის გაღება წინამკლავითაც შეგიძლიათ.

კარანტინის ეპოქაშიც კი, ძნელია თავი მთლიანად ავარიდოთ საჯარო ადგილებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მხოლოდ მაღაზიებსა და აფთიაქებში შეგვიძლია სიარული, თუმცა, იქაც ვგრძნობთ, რომ ხელით არ უნდა შევეხოთ ისეთ ადგილებს, რომლებსაც სხვებიც ეხებიან – ეს დაინფიცირების რისკს ზრდის.

იმისათვის, რომ კარის სახელურთან მტევნის შეხება შეემცირებინა, სააგენტო TBWA\Helsinki-ის გუნდი მივიდა იდეამდე, შეექმნა მარტივი და გამოსადეგი ხელსაწყო, რომელიც მაღაზიაში შემსვლელებს კარის მტევნით შეხების გარეშე გაღების საშუალებას მისცემდა.

Fortum Vipu დამზადებულია უნივერსალური გადამუშავებული მასალისგან Fortum Circo, რომელიც სამომხმარებლო პლასტმასისგანაა შექმნილი. თავად, სახელწოდება Vipu აბრევიტურაა და ნიშნავს “ვირუსის პრევენციის ხელსაწყოს” (“virus prevention unit”).

Vipu, ამ დროისათვის, ფინური კომპანია S Group-ის 1600-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში გამოიყენება საცდელად. უკვე მიღებული გამოცდილებისა და გამოხმაურების საფუძველზე, სააგენტო პროდუქტის განვითარებაზე ფიქრობს.

 

წყარო: Adweek

25 ანაზღაურებული შემთხვევა – „თიბისი დაზღვევის“ 300 000-ლარიანი ფონდი მედპერსონალისთვის

საჯარო მოხელე ბოტი რუსთავში – Ci Bot მუნიციპალური სერვისების მისაღებად