in ,

TBWA-ს ექსპერიმენტი ქირურგების პროფესიონალიზმის ასამაღლებლად

როგორ უნდა გამოიცადოს ნამდვილი ქირურგი?! რასაკვირველია, მას უნდა შეეძლოს უმოკლეს დროში ცივი გონებით საქმის უზუსტესად შესრულება. პროფესიონალიზმის პრობლემა ბევრ ქვეყანაში დგას, მაგრამ იაპონლები თუ დაიჩივლებდნენ ამაზე, ნამდვილად არ გვეგონა.

კურასიკის ცენტრალური საავადმყოფოს ინიციატივით, TBWA \ Hakuhoda-სთან ერთად შეიქმნა პროექტი, სადაც მომავალ ქირურგებს შეზღუდულ დროში უნდა მოესწროთ მინიატურული ორიგამის, ხოჭოსა და სუშის აწყობა. ამგვარად, კრეატორებს სურდათ ასეთი საპასუხისმგებლო პროფესიის ადამიანები მეტი პრაქტიკისაკენ მიემართათ და საინტერესოდ გამოუვიდათ კიდეც. ვიდეო იაპონურ ენაზეა (ინგლისური ტიტრებით), თუმცა სათქმელი მკაფიოდ მოაქვს მაყურებლამდე.

P.S. ვიმედოვნებთ, მალე საქართველოშიც ვიხილავთ პროფესიონალიზმის ამაღლებისკენ მიმართულ ასეთ მიდგომებს. საინტერესო იქნება მსგავსი ექსპერიმენტი ქართველ მედიკოსებთანაც, მაგალითად, 5 წუთში მინიატურული თვრამეტნაოჭიანი ხინკლის მოხვევა რომ სცადონ.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=179&v=u4f_bx0K0Nc

McDonald’s ახალ რეკლამაში კონფლიქტების მოგვარების მედიატორად გვევლინება

Young Lions Georgia 2016-ის შედეგები!