in

ასე ებრძვის ამერიკული ბანკი ინვესტიციებთან დაკავშირებულ კლასიკურ ფანტაზიებს

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული ბანკი – TD Bank, სუპერთასის რეკლამაში, ინვესტირების სიმარტივეზე გვიყვება. სააგენტო Leo Burnett Toronto-ის მიერ შექმნილი კამპანია – Becoming An Investor, მთავარი გმირის ფანტაზიებში გამოგზაურებთ. ვიდეორგოლი თქვენს დარწმუნებას მისი აზრის სიმცდარეში ეცდება, რომ ინვესტირება რთული, შრომატევადი, თავგადასავლებით სავსე პროცესია, რომელსაც ხანგრძლივი სასწავლო პერიოდი და უპრეცედენტოდ ძლიერი ნებისყოფა სჭირდება. სიუჟეტი რეკლამის მთავარ სათქმელამდე, ვივალდის დინამიკური ჟღერადობის ფონზე, კადრების სწრაფი ცვლილებით, მზარდი ტემპითა და დაძაბული ხასიათით გაგიძღვებათ. ბოლოს კი, TD Easy Trade-ის აპლიკაციას გაგაცნობთ.

M2

რა ხდება შავ ხვრელში? — პასუხის მიღებაში კვანტური კომპიუტერები გვეხმარება

სასადილო მაგიდაზე შექმნილი ფოტოსამყარო