TDC — ასე ჰქვია გლობალურ საზოგადოებას, რომელიც 1946 წელს ჩამოყალიბდა, როგორც ტიპოგრაფიის კულტურის ხელშემწყობი და განმავითარებელი ძალა. 1953-დან კი ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს კონკურსებს, მიმდინარე წელს კი TDC69-ის ერთ-ერთი გამარჯვებული აკაკი რაზმაძე გახდა, თავისი ორი შრიფტით.
„შრიფტის დიზაინის მიმართულებით TDC-ს კონკურსი ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება, ამ კონკურსს დიდი ისტორია აქვს და წლების განმავლობაში სხვადასხვა კატეგორია ემატება. შრიფტის დიზაინის კატეგორიაში მე და იმ სტუდიას, რომლისთვისაც დიზაინები შეიქმნა, გაგზავნილი გვქონდა 2 პროექტი, რომელთაგანაც ორივემ გაიმარჯვა. პატარა დოზით მქონდა იმედი, მაგრამ ორივე თუ გაიმარჯვებდა, არ ველოდი. მიხარია, რომ ასე მოხდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ და კიდევ რამდენიმე შრიფტის პრეზენტაცია ისედაც გვქონდა დაგეგმილი მაისში“, — ამბობს აკაკი რაზმაძე.
საგულისხმოა, რომ კონკურსში გამარჯვებულებს მთელი მსოფლიოს წამყვანი ტიპოგრაფები არჩევენ.
გამარჯვებულთა სრული ჩამონათვალის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.