2
May
2019

ჩაისა და თაფლის ფესტივალი მთაწმინდის პარკში

2 May 2019

5 მაისს, მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ფესტივალი გაიმართება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს პარკის ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ტრადიციად ქცეული ღონისძიებაა.

 

„ჩაის ფესტივალი, მთაწმინდის პარკში, უკვე მესამე წელია, ტარდება და ერთგულ სტუმრებს ამჯერადაც უამრავი სახეობისა და დასახელების ჩაით გაუმასპინძლდება“.

ფესტივალი „მთაწმინდის პარკისა“ და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით უცვლელ ლოკაციაზე, მთავარ მოედანზე გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი ქართული და საერთაშორისო ჩაის მწარმოებელი კომპანიები, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი  თაფლისა და ჩაის კომპანიები.

„12:00-დან 18:00 საათამდე მოსულ სტუმრებს, მთავარ მოედანზე ,სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლობებიც დახვდება. გაიმართება კონცერტი და, რა თქმა უნდა, მოეწყობა დიდი რაოდენობით ჩაის დამზადება – დეგუსტაცია. ჩაისა და თაფლის  კომპანიები სტუმრებს სააქციო, მისაღებ ფასებსაც ჰპირდებიან.“

ღონისძიების მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

[R]

განხილვა