in

ქართული ჩაი აშშ-ის ბაზარზე გავიდა

ქართული ჩაი „მანნა“ აშშ-ის ბაზარზე შევიდა. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ირაკლი ღურჭუმელიამ „საქმის კურსთან” ისაუბრა. მისი თქმით, პროდუქცია, ამერიკაში, საცდელი პარტიის სახით, პირველ ეტაპზე, 2 პალეტის გაიტანეს.

BOG
BOG


„წლევანდელ გეგმებში გვაქვს, რომ აშშ-ის ბაზარზე უფრო ღრმად შევიდეთ, იქ გვყავს პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც გვეხმარება. ჯერ ვაკვირდებით ამ ბაზარს, მხოლოდ აქედან რომ ჩავიდეს პროდუქცია აშშ-ში, დაახლოებით, 2 თვე სჭირდება”, – ამბობს ირაკლი ღურჭუმელია.

საწარმო „მანნა” საგურამოში მდებარეობს და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. კომპანია ქართულ ბაზარზე, ამ დროისთვის, 10 დასახელების პროდუქციას უშვებს და ახლო მომავალში ხილის ჩაის დამატებას გეგმავს.

 

სტიპენდიები, უნივერსიტეტები, გაცვლითი პროგრამები – განათლების საერთაშორისო გამოფენა იწყება

„ემოჯის“ მოზაიკით აწყობილი ხელოვნების ნიმუშები