16
Jun
2019

საქართველოს ნაკრები კანის რეკლამის ფესტივალზეა! როდის გავიგებთ შედეგებს?

16 Jun 2019

კანის რეკლამის ფესტივალი ოფიციალურად ხვალ დაიწყება. მანამდე კი შეგახსენებთ კატეგორიებს და გუნდებს, რომლებშიც საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობისთვის იბრძვიან.
see you tomorrow

ბეჭდური რეკლამა
საქართველოს გუნდი: ნიკა ხუნდაძე, მარი გვახარია, Mr.Wolf
დავალებას მიიღებენ: 16 ივნისს
გამარჯვებული გამოვლინდება: 18 ივნისს

ახალგაზრდა მარკეტერები
საქართველოს გუნდი: გიორგი გვენეტაძე, ცოტნე ჭანკოტაძე, adjarabet.com
დავალებას მიიღებენ: 16 ივნისს
გამარჯვებული გამოვლინდება: 18 ივნისს

დიზაინი
საქართველოს გუნდი: ლადო მალაზონია, სანდრო ლალიაშვილი, JWT Metro
დავალებას მიიღებენ: 18 ივნისს
გამარჯვებული გამოვლინდება: 20 ივნისს

ვიდეო რეკლამა
საქართველოს გუნდი: გურამ ასათიანი, ლუკა გაგლოშვილი, Followfox
დავალებას მიიღებენ: 18 ივნისს
გამარჯვებული გამოვლინდება: 21 ივნისს

ციფრული კამპანია
საქართველოს გუნდი: ემილი ქორიძე, მურთაზ ფურცხვანიძე, Leavingstone
დავალებას მიიღებენ: 18 ივნისს
გამარჯვებული გამოვლინდება: 20 ივნისს

სხვა საინტერესო ბმულები:

2019 წლის ადგილობრივი Young Lions Georgia-ს გამარჯვებულები ყველა კატეგორიაში
ქართული კამპანიები და კომპანიები, რომლებიც წელს კანის ლომების მოსაპოვებლად იბრძვიან

 

კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი (Cannes Lions International Festival of Creativity) ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. ფესტივალი 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად ქალაქ კანში ტარდება. ფესტივალის სიმბოლოა ლომი. ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაოს ლომების მოსაპოვებლად იბრძვიან მთელი მსოფლიოს პროფესიონალები სარეკლამო სამყაროდან. კანის ლომების ფლობა განსაკუთრებულ სტატუსს სძენს მის მფლობელს. ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის ფესტივალის ერთ-ერთი ნაწილია. აქ სფეროს ამომავალი ვარსკვლავები (30 წელს ქვემოთ) უმტკიცებენ ერთმანეთს სიძლიერეს სხვადასხვა მიმართულებაში. ამ კონკურსს 7 კატეგორია აქვს: ბეჭდური რეკლამა, დიზაინი, ციფრული კამპანია, მედია, პიარი, ვიდეო და ახალგაზრდა მარკეტერი.

საქართველოში ფესტივალის წარმომადგენლობის ოფიციალური მხარდამჭერია TBC.

განხილვა