in

როგორ შევუნარჩუნოთ გუნდს სამუშაო განწყობა საარჩევნო პერიოდში?

არსებული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, რომელიც ამ დროისთვის, ჩვენს ქვეყანაშიც და აშშ-შიც განსჯის საგანს წარმოადგენს, პოლიტიკური შინაარსის დიალოგებს ხშირად მოისმენთ. არცთუ იშვიათად, ეს სამუშაო რიტმისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება და კომპანიებში, ადამიანური რესურსების ეფექტურად სამართავად, HR მენეჯერებს / ხელმძღვანელებს უსაფრთხო და ოპტიმისტური სამუშაო განწყობის შესანარჩუნებლად, დიდი ძალისხმევის გაღება უწევთ. მაინც, როგორ უნდა მოვახერხოთ, პოლიტიკური პროცესების ფონზე, ორგანიზაციაში ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება?

pasha-statiebi
pasha-statiebi

Reflektive-ის კვლევა აჩვენებს, რომ პოლიტიკა თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ამ თემის სამსახურში განხილვით მამაკაცები უფრო მეტად ინტერესდებიან (67%), ვიდრე ქალები (46%). შესაბამისად, კვლევის ფარგლებში, უფრო მეტი მამაკაცი აღნიშნავს (56%), ვიდრე ქალი (43%), რომ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკური მდგომარეობა მათ სამუშაო პროცესზე აისახება.

გამოკითხულ ამერიკელთა მეოთხედზე მეტი ამბობს, რომ თანამშრომლებში პოლიტიკური თემის განხილვისას თავს ვერ არიდებენ მწვავე დისკუსიას. ბევრად მეტია მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ამ (ან სხვა ტიპის ემოციურ თემაზე) კონფლიქტური განწყობის გასანეიტრალებლად არ გააჩნია არც შესაფერისი ინსტრუმენტები და არც უნარები.

Reflektive-ის დირექტორის, გრეგ ბრაუნის თქმით, ამ გარემოებაში, უდიდესი როლი აქვს HR-სა და ხელმძღვანელლობას, დაარეგულირონ კომუნიკაცია კონფლიქტური პოზიციების მქონე კოლექტივში. სწორედ მათ აქვთ პასუხისმგებლობა, შექმნან ისეთი სამუშაო კულტურა, რომელიც უსაფრთხოა განსხვავებული შეხედულებების მქონე გუნდებისთვის. მისი თქმით, ინოვაციების ხელშესაწყობად საჭიროა გაერთიანება და კოლაბორაცია, განურჩევლად პოლიტიკური თუ იდეოლოგიური შეხედულებებისა.

სტრატეგიები პროდუქტიული კომუნიკაციებისთვის

ადამიანური რესურსების მართვის გუნდსა და ხელმძღვანელობას აქვთ შესაძლებლობა დაეხმარონ თანამშრომლებს გააცნობიერონ პოლიტიკური საუბრების პარამეტრები და მიაწოდონ ინსტრუმენტები ურთიერთობაში მრავალფეროვნების, სამართლიანობისა და ჩართულობისა გასაზრდელად. კონკრეტულად:

მიეცით მაგალითი: შეახსენეთ მენეჯერებს მათ პასუხისმგებლობასა და როლზე ორგანიზაციული კულტურისა და ქცევის მოდელის ჩამოყალიბებაში. შეახსენეთ, რომ ეს მნიშვნელოვანია სტრესულ მდგომარეობაშიც. დარწმუნდით, რომ კარგად აქვთ გააზრებული კომპანიის ფილოსოფია და მისი მნიშვნელობა უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნაში, პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულებების სხვადასხვაობის მიუხედავად.

წაახალისეთ ცნობისმოყვარეობა და ამგვარად ჩაანაცვლეთ კონფლიქტი. HBR-ის ერთ-ერთი სტატიის ავტორის, ჯოზეფ გრენის თქმით, საუბრისას მნიშვნელოვანია კითხვების დასმა: “თუკი თქვენი პოლიტიკური შეხედულებების გაზიარება გსურთ, მე მთლიანად სმენად ვარ ქცეული”. სხვების მოსაზრების მიმართ გულწრფელი ინტერესი თანაგრძნობისა და ინკლუზიურობის წინაპირობაა.

პოლიტიკური დისკუსიების დეპერსონალიზაცია: იმოქმედეთ ობიექტურად – გააზიარეთ მხოლოდ ის, რასაც გრძნობთ და არა თქვენი პოლიტიკური პოზიციები. ეს მიდგომა გულისხმობს დიალოგიდან ეგოს გამორიცხვას და ამის ნაცვლად, იდეებსა და ფაქტებზე ფოკუსირებას.

მოუსმინეთ ყურადღებით: ეს მიდგომა გულისხმობს, ჯერ ასაუბროთ სხვები და აგრძნობინოთ, რომ უსმენთ, შემდეგ – გაიმეოროთ ის, რაც მათ თქვეს. ReadySet გვირჩევს, შევქმნათ ვირტუალური სივრცე განხილვისთვის, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი ემოციების გადმოცემა.

აღიარეთ სირთულეები: საარჩევნო პერიოდი ყველასთვის რთულია, ამა თუ იმ დოზით. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, ეს ფაქტი გავაცნობიეროთ – ამ დროს მენტალური ჯანმრთელობა უფრო მოწყვლადია და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაცვლას შეუძლია გუნდს ემოციურად გაძლიერებაში დაეხმაროს და აგრძნობინოს, რომ მათ ემოციების გაზიარების საშუალება ეძლევათ.

პოლიტიკური დიალოგები ნამდვილად არაა სასაუბროდ იდეალური თემატიკა, სამუშაო გარემოში, თუმცა, ეს ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ბუნებრივად წამოიწევს ხოლმე განხილვისას. სწორედ ამ დროს, როდესაც თანამშრომლები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სტრესს გადიან, ხელმძღვანელობას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციული ურთიერთობების გაჯანსაღებაში.

 

წყარო: inc



SBC Digital Summit CIS დაიწყო – სამიტის ბეთინგ პარტნიორია „აჭარაბეთი“

Amazon Explore – ახალი სერვისი, რომლითაც მსოფლიო მასშტაბით ვირტუალურ მოგზაურობასა და შოპინგს შეძლებთ