5
Nov
2019

adjarabet.com Tech Jam 2019-ს უმასპინძლებს

5 Nov 2019

15-17 ნოემბერს, თბილისში, Tech Jam 2019 ტარდება. ღონისძიება, ყოველწლიურად, სხვადასხვა ქყვენაში იმართება. საქართველოში მას კომპანია adjarabet.com მასპინძლობს.

„Tech Jam მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ივენთია ტექნოლოგიური ინოვაციებისა და განვითარების მიმართულებით. ის ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და ამ სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. 2019 წლის Tech Jam 15 ნოემბერს, წერეთელის 118-ში, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, 19:00-ზე დაიწყება და მისი ორგანიზატორი adjarabet.com იქნება“.

ნომინაციები და პრიზები

სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში დეველოპერები განაწილდებიან გუნდებად და იმუშავებენ სხვადასხვა პროექტებზე, რომლებსაც adjarabet.com-ის ჟიური შეაფასებს. ჟიურის წევრები იქნებიან – არჩილ ცენტერაძე (კრეატივი), ლაშა ხუციშვილი (მონაცემთა ბაზა), გიო რენიქს (პროგრამული უზრუნველყოფა) და გიორგი ტაბიძე (პროდუქტის განვითარება)

„პრიზებისა და ნომინაციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში, Tech Jam 2019-ის ფეისბუქის ივენთზე შეიტყობთ. ფესტივალზე ასევე დაგხვდებათ გასართობი კუთხე ისეთი კლასიკური თამაშებით, როგორიცაა მარიო, კონტრა, ტეკენ 3 და სამაგიდო თამაშები წიბახასგან“.

რის შესახებ იქნება წლევანდელი გამოწვევები?

  • Big Data
  • Gamification
  • Internet of Things
  • Artificial Intelligence
  • E-Commerce
  • Blockchain

რა თემებზე ვისაუბრებთ?

  • პროდუქტების განვითარება
  • Agile
  • Data Science and Machine Learning

Tech Jam-ში მონაწლეობა ნებისმიერ სრულწლოვანს შეუძლია. მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და ერთმანეთს ინოვაციური პროექტების შექმნაში შეეჯიბრებიან. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. გუნდები უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი წევრისგან.

[R]

განხილვა