in

გაიცანით TECHGROW, ახალი საკონსულტაციო და საგანმანათლებლო პლატფორმა

მაშინ, როცა სამყარო ოცნების კარიერისკენ მიმავალი კურსების პოპულარობის ტალღამ სრულიად მოიცვა, არანაკალებ მნიშვნელოვანია, ყურადღება დავუთმოთ მუდმივად განახლებადი სწავლების საჭიროებას იქ, სადაც უკვე პროფესიონალები საქმიანობენ. სწორედ ერთ-ერთი მსგავსი სფეროა თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი როლი წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის.

როგორც TECHGROW-ს თანადამფუძნებელი და CEO ზურაბ პერტაია გვიყვება, ტექნოლოგიურ სამყაროში ყოველდღიურად ახალი და გაუმჯობესებული მიდგომები ინერგება, რაც კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებას წარმოშობს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, არსებობდეს სივრცე, რომელიც კომპანიებს თუ უბრალოდ ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, თავიანთი ცოდნა განაახლონ და გააუმჯობესონ. დღეს საქართველოში ერთ-ერთი ასეთი ადგილია TECHGROW, რომელიც უკვე კარგად ნაცნობი კომპანიის, TECHSEED-ის შვილობილი ბრენდია.

M: ზურა, მოგვიყევით TECHGROW-ს შესახებ, როდის შეიქმნა და ვინ დგას ამ წამოწყების უკან? 

TECHGROW 2023 წელს შეიქმნა. ამ ეტაპზე სრულად საგანმანათლებო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და reskilling/upskilling ტრენინგ პროგრამებს სთავაზობს მომხმარებელს. უფრო ზუსტად, ჩვენი სწავლება შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: 

  • კიბერუსაფრთხოება;
  • დევოპსი (DevOps);
  • დევსეკოფსი (DevSecOps);
  • მონაცემთა ბაზები. 

იქიდან გამომდინარე, რომ TECHGROW-სა და TECHSEED-ს ერთი დამფუძნებელი გუნდი ჰყავს, ამ ახალი წამოწყების შიდა მენეჯმენტი და მოწყობა სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს თუ პროფესიონალურ გამოცდილებას, რომელიც TECHSEED-ის ძირეული ნაწილი და წარმატების გასაღებია. 

M: დღევანდელ ბაზარზე რამ გიკარნახათ TECHGROW-ს არსებობის საჭიროება? 

თანამედროვე ადამიანებისა და ბიზნესის ყოველდღიურობაში ციფრული ტექნოლოგიები და, ზოგადად, ციფრული სამყარო, უფრო და უფრო დიდ, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. შესაბამისად, იმისათვის, რომ კომპანიებმა მუდმივად მზარდ და განვითარებად სფეროს ფეხი აუწყონ, საჭიროა უწყვეტ რეჟიმში იზრუნონ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

ეს ფაქტორი ძალიან კარგად ესმის ქართულ ბიზნესსექტორსაც, რამაც ბაზარზე TECHGROW-ს სერვისების არსებობის საჭიროება და მოთხოვნა გააჩინა. სწორედ ამიტომ, TECHSEED-ის დამფუძნებელმა გუნდმა გადავწყვიტეთ, ჩვენი გუნდის მრავალფეროვანი და საფუძვლიანი გამოცდილება შეგვეთავაზებინა კომპანიებისთვის, რათა მათთან დასაქმებულ ადამიანებს კვალიფიკაციის ამაღლება შესძლებოდათ, რაც პირველ რიგში, სასიკეთოა თავად ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის.

M: შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ TECHGROW-ს მიზანი ცოდნის გაზიარება და გავრცელებაა? 

დიახ, ერთი მხრივ, ჩვენი მიზანი ხარისხიანი ცოდნის გადაცემა, ხოლო მეორე მხრივ, ამ სფეროში ზოგადად ცნობიერების ამაღლებაა. 

მაგალითად, საქართველოში DevOps-ის მიმართულებით ცნობადობა და ცოდნა ძალიან დაბალია, რაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ხელისშემშლელი ფაქტორია ციფრული წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. დევოპსი გვეხმარება, უსწრაფესად მივაწოდოთ ჩვენი სერვისები მომხმარებელს, თანაც ისე, რომ ახალი ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესი ძალიან მოქნილი იყოს ჩვენთვისაც. 

M: როგორც ვხვდებით, თქვენი პირდაპირი სამიზნე აუდიტორია საშუალო და დიდი ბიზნესები არიან. მცირე ბიზნესებს თუ გამოადგებათ თქვენგან მიღებული ცოდნა? 

TECHGROW-ს ძირითადი სამიზნე აუდიტორია არიან კომპანიები, მათ შორის, მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესები, რომლებიც ტექნოლოგიური მიმართულებით თავიანთი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებასა და აქედან მიღებად მომავალ სარგებელს ხედავენ.

ჩვენი სასწავლო პროგრამა, ტექნოლოგიური მიმართულებით დასაქმებულ პროფესიონალებთან ერთად, C Level-ის მენეჯერებისთვისაცაა განკუთვნილი, რათა მათ შეძლონ, ჩვენგან მიღებული ცოდნა წარმატებით დანერგონ და გამოიყენონ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. 

ვფიქრობ, TECHGROW-ს სერვისებით დაინტერესებულთათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ის, რომ ჩვენ სპეციალურ upskilling პროგრამებს სწორედ კომპანიის საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე ვქმნით და ვთავაზობთ. ეს კი მათ ინტერესებზე მაქსიმალურ მორგებასა და ორიენტირებულობას განაპირობებს. 

M: როგორც ვხედავთ, საკმაოდ საინტერესო და შრომატევად ამბავს ხართ შეჭიდებული. აქედან გამომდინარე, როგორია თქვენი მოლოდინები? 

სწორედ ის ფაქტი, რომ ჩვენს სერვისზე მოთხოვნა უკვე არის, გუნდში კარგ მოლოდინებსაც განაპირობებს. როგორ უკვე აღვნიშნე, ბიზნესსექტორს ესმის, რომ ისეთ ცვალებად და განვითარებად ბაზარზე, როგორიც ციფრული ტექნოლოგიებია, ცოდნის მუდმივი განახლებაა საჭირო. დარგის განვითარებასთან ერთად, სხვა მიდგომები უნდა დაინერგოს, რაც ჩვენი ტრენინგ კურსების აქტუალობას განაპირობებს.

ამ გზაზე, სასიკეთო მოლოდინებთან ერთად, ჩვენ გამოწვევაც ბევრი გველოდება, მათ შორის კი მთავარი ამოცანაა, ბაზარს მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული გუნდი შევთავაზოთ, შემოვიტანოთ საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო მიდგომები. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი კომპანიებს ხარისხიანი ცოდნისა და გამოცდილების სახით გადავცეთ.

M: რადგან გუნდიც ვახსენეთ, ვინ არიან TECHGROW-ში დასაქმებული ლექტორები? 

Techgrow სრულად სენიორითი დონის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. თავიანთ სფეროში თითოეულს 10-15-წლიანი გამოცდილება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აქვთ დაგროვებული. ბევრი მათგანის სახელი კარგადაა ცნობილი ტექნოლოგიურ სივრცეებში. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან ურთიერთობით საერთაშორისო დონის გამოცდილებასა და ცოდნას მიიღებთ. 

M: როგორ აუხსნიდით თქვენ მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამების მნიშვნელობას მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცის კიბერუსაფრთხოების, დევოპსისა და ბაზების როლი და მნიშვნელოვნება  თანამედროვე სამყაროში?

ვფიქრობ, რომ მარტივად: 

  • დღეისათვის კიბერუსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ციფრულ ტრანსფორმაციას, სიკეთეებთან ერთად, რისკებიც ახლავს — მათ შორის უმთავრესია ინფორმაციის დაუცველობა. ძლიერი კიბერუსაფრთხოების გუნდი და სისტემა პირდაპირ კავშირშია მომხმარებლის ნდობასა და ინტერესებთან, ვინაიდან სწორედ გამართული და ძლიერი კიბერუსაფრთხოება უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხო შეგროვებას, შენახვასა და დამუშავებას;
  • დევოპსი (DevOps) დეველოპმენტისა და ოპერაციების ერთობლიობაა და კომპანიები, რომლებიც დევოპსს ნერგავენ, კონკურენტებთან მიმართებით, უფრო მოქნილები, სწრაფები და წარმატებულები არიან;
  • მონაცემთა ბაზები კი თითქმის ყველა ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს ბევრ კომპანიას აქვს შეხება დიდი რაოდენობით მონაცემთა ბაზებთან, რომელთა შენახვა და სწორად დამუშავება კომპანიის ზრდასა და წარმატებას განაპირობებს. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვასწავლით მონაცემთა ბაზებისა და მასთან დაკავშირებული ხელსაწყოების მართებულად ჩაწერას, შენახვას, დახარისხებას და გაანალიზებას.

საბოლოოდ, სამივე ხსენებული სფეროს გამართულობა, ბიზნესისთვის მოგების მოტანასა და ნაკლები ხარჯით ოპერირების საშუალებას იძლევა. 

M: და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო ხედვა TECHGROW- განვითარების კუთხით? 

ვფიქრობთ, მხოლოდ საქართველოს ბაზრით არ შემოვიფარგლოთ და ჩვენი სერვისები აუცილებლად გავიტანოთ საზღვრებს გარეთ. თუმცა ვიცით, რომ ამ საინტერესო თავგადასავლებისაკენ მიმავალ გზაზე, დიდ შრომასთან ერთად, არაერთი გამოწვევის დაძლევაც მოგვიწევს. ამიტომაც, მთელი გუნდი მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობები სრულად წარმატების მომტანი გადაწყვეტილებებისკენ მივმართოთ და იმედი გვაქვს, შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. 

[პარტნიორის კონტენტი]

ქართულმა სტარტაპმა 7 საერთაშორისო ფონდისგან $1.7 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა!

AI შრომის ბაზარს შეცვლის — LinkedIn-ის კვლევა