in

ტექნოლოგიები, რომლებიც შთააგონებენ! – Apple-ის ახალი პროდუქტები წინასწარი შეკვეთისთვის უკვე ხელმისაწვდომია

9 სექტემბერს კომპანია Apple-მა თავისი გულშემატკივრები დიდი ხნის ნანატრი პრეზენტაციით გაახარა! 2024 წელს, საინტერესო ახალი პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა, რომელთა წინასწარი შეკვეთა საქართველოში, Apple-ის ავტორიზებულ პარტნიორებთან 20 სექტემბრიდან დაიწყება.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ iPhone 16 სერიის ძირითად მახასიათებლებზე, რომლებიც ამ მოწყობილობას ყველასთვის მიმზიდველს ხდის.

შეგახსენებთ, რომ Apple-ის პროდუქცია მხოლოდ Apple-ის ავტორიზებული პარტნიორებისგან უნდა შეიძინოთ, სადაც გაყიდვების დაწყების პირველ დღეებში სპეციალურ ხელსაყრელ შეთავაზებებს, მოწყობილობის არჩევისას კომპეტენტურ რჩევებსა და ოფიციალური სერვისის მომსახურებას მიიღებთ.

iPhone 16 სერია განთქმული iOS 18 სისტემით გამოდის.

iPhone 16 სერიის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც ამ მოწყობილობას ყველასთვის მიმზიდველს გახდის, შემდეგია:

საწყისი ეკრანის პერსონალიზაციაშეცვალეთ თქვენი სიმბოლოების ზომა, განლაგება და ფერები. სწრაფი წვდომის ღილაკები ახლა შეიძლება თქვენს გემოვნებაზე იყოს მორგებული.

პაროლების აპლიკაციაახლა სხვადასხვა სერვისების პაროლების დამახსოვრება ან ჩაწერა საჭირო აღარ არის.  ისინი თქვენს ტელეფონში უსაფრთხოდ ინახება და საჭიროების შემთხვევაში თქვენს Apple მოწყობილობებთან უსაფრთხოდ არის სინქრონიზირებული.

Face ID-ის გამოყენებით აპლიკაციების დაბლოკვა და აპლიკაციების დამალვის შესაძლებლობათავად შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი აპლიკაციები დაბლოკოთ Face ID-ის გამოყენებით და რომელი დამალოთ საწყისი ეკრანიდან.

ჭკვიანი კალკულატორირთული პრობლემების გადაჭრა ბევრად უფრო მარტივი გახდა, რადგან ახლა iPhone-ის კალკულატორი ამას თავს ადვილად ართმევს.

ვიდეოს გადაღებისას პაუზის ღილაკი – iPhone-ის კამერა პაუზის ღილაკით არის აღჭურვილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ ფაილში სრული ვიდეოს გადაღება შეგიძლიათ, დააჭირეთ პაუზის ღილაკს, კადრი შეცვალეთ და გადაღება გააგრძელეთ!

კიდევ რა არის ახალი iPhone 16 სერიაში?

iPhone 16 Pro- ოთხი ლინზით ნამდვილი ფოტოსტუდია მიიღო! ღამის ფოტოები? ახლა მარტივია! ახლა ნამდვილი სტუდიური კადრების გადაღება რეალობად იქცა და შენელებულ კადრებში ვიდეოს გადაღება 4K-გარჩევადობითაც შეიძლება.

iPhone 16-ის სერიის გამორჩეული მახასიათებელია კამერის მართვის ღილაკი, რაც სურათების გადაღებას კიდევ უფრო მარტივსა და მიმზიდველს ხდის.

Pro ვერსიას კორპუსის ახალი ფერი აქვს – Desert Titanium, ხოლო უკვე ნაცნობი ფერები Black Titanium, White Titanium და Natural Titanium კვლავ დარჩა.

ფერები ასევე განახლდა iPhone 16-ის საბაზისო მოდელებშიეს არის Black, White, Pink, Teal და Ultramarine.

iPhone 16 და iPhone 16 Plus განახლებული კამერის მოდულით აღიჭურვა. თავად კამერებიც უფრო მძლავრი გახდა და ახლა კორპუსზე კამერის კონტროლის ღილაკია, ისევე როგორც iPhone 16 Pro- შემთხვევაში.


ახალი iPhone-ის გაყიდვების დაწყება 27 სექტემბერს იგეგმება. iPhone 16 სერიის შეძენა Trade-In სერვისის გამოყენებით შეგიძლიათ. გარდა ამისა, 29 სექტემბრამდე, წინასწარი შეკვეთის პერიოდში და გაყიდვების პირველი 3 დღის განმავლობაში, საბაზისო iPhone 16-ის შეძენისას Apple-ის ავტორიზებული პარტნიორები Apple-ის ორიგინალი ქეისების შეძენისას 50%-მდე ფასდაკლებას გთავაზობენ.


ასევე, Apple-მა კიდევ რამდენიმე ახალი პროდუქტი წარადგინა – AirPods ყურსასმენების განახლებული ხაზი და Apple Watch-ის ახალი მოდელები.

  • მე-4 თაობის AirPods ორი ვერსიით გამოჩნდახმაურის დახშობისა და მის გარეშე
  • AirPods Max, რომელმაც ახლა უკვე სტანდარტული USB-C პორტი მიიღო და ახალ ფერებშია ხელმისაწვდომი 
  • და ასევე AirPods Pro- უახლეს მოდელს ახლა თქვენი სმენის დონის ამოცნობა და მიღებული შედეგების მიხედვით ხმის ადაპტაცია შეუძლია.

ახალ Apple Watch 10 სერიას თხელი კორპუსი და ეკრანი აქვს, რომელიც Apple Watch Ultra-ზე უფრო დიდია. Apple Watch Ultra- სპორტსმენებისთვის ახალი ფუნქციებიც დაემატა, რომლითაც მათი გულშემატკივრები გულგრილები არ დარჩებიან


ახალი Apple Watch-ის წინასწარ შეკვეთა დღესვე შეგიძლიათ, ოფიციალურად გაყიდვების დაწყება კი 27 სექტემბერს იგეგმება. 29 სექტემბრამდე, წინასწარი შეკვეთის პერიოდსა და გაყიდვების პირველ დღეებში, ახალი AirPods-ის ან Apple Watch-ის შეძენა სპეციალური პირობებით, 150 ლარამდე დანაზოგით, არის შესაძლებელი.


წინასწარ შეკვეთა საქართველოში, Apple-ის ავტორიზებულ პარტნიორებთან შეგიძლიათ

iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iStore, iPlus, Silknet.

[R]

როგორ შეუძლია გაყიდვების გუნდს ციფრული და AI ხელსაწყოების გამოყენება

თიბისის მხარდაჭერით სპექტაკლი „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“ გაიმართა