in

TECHNOVATION GIRLS SAKARTVELO 2024 დასრულდა

18-19 მაისს, ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, TECHNOVATION GIRLS SAKARTVELO 2024-ის ფინალური ეტაპი გაიმართა. გამარჯვებული გუნდები ორ კატეგორიაში (ჯუნიორები/სენიორები) გამოვლინდნენ.

ჯუნიორ კატეგორიის გამარჯვებულები გახდნენ:

გუნდი Easy Care — აჭარა:

შექმნეს მოწყობილობა შინაური ცხოველებისა და მათი მფლობელებისთვის. მასში თავსდება ცხოველების საკვები და იგი დაკავშირებულია და კონტროლდება მობილური აპლიკაციით — Easy care, რაც, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ცხოველების გამოკვებას და გასცემს მათ მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებს.

გუნდი Visionairy Girls — თბილისი:

შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას მოხალისეობრივ, სოციალურ-კულტურულ აქტივობებში. აპლიკაცია Volunify ერთ სივრცეში აერთიანებს ინფორმაციას პროექტის, მისი ორგანიზატორებისა და პოტენციური მონაწილეების შესახებ. 

გუნდი Hypotenuse 5 — თბილისი:

შექმნეს აპლიკაცია Gamige, რომელიც ემსახურება ბავშვებში მეტყველების სირთულეების დაძლევას სახალისო აქტივობებით და  მიზნად ისახავს, გაუადვილოს მათ მეტყველების უნარის გაუმჯობესება და კომუნიკაციის უნარები.

სენიორ კატეგორიაში გამარჯვებული გუნდები და მათი პროექტები:

გუნდი Wondermakers — თბილისი:

შექმნეს მობილური აპლიკაცია Quake Quest, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების დროს დაზარალებულებს პირველადი დახმარებისთვის საჭირო რჩევებს უზიარებს.

გუნდი AgronicEye — კახეთი:

შექმნეს პროდუქტი Agroniceye, რომლის მიზანია, ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრა. მოწყობილობას შეუძლია, აღმოაჩინოს მცენარეთა დაავადებები და მიაწოდოს ფერმერებს სრულყოფილი ინფორმაცია. პროექტი აერთიანებს აპლიკაციასა და მოწყობილობას, რომელიც აპარატის კამერისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფუნქციონირებს და აქვს მცენარეთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შესაძლებლობა.

გუნდი AI Eyes — აჭარა:

AI Eyes — აპლიკაცია უსინათლოებისთვის, რომელიც უკავშირდება სენსორულ სათვალეებს. მასზე დამაგრებულია კამერა და აპლიკაციის დახმრებით უსინათლო პირები შეძლებენ გარემოში უსაფრთხოდ ორიენტირებას.

გუნდი MQM — თბილისი:

პროექტი MemorEase მიზნად ისახავს, დაეხმაროს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებს. ამისათვის აპლიკაცია სხვადასხვა სახის გამოცანებს, ანდაზებსა და ლექსებს იყენებს.

გუნდი Victorious Secrets — იმერეთი:

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჭკვიანი ჩაფხუტი მაღაროებისთვის, რომელშიც დამონტაჟებულია მეთანის, გაზისა და კვამლის ამომცნობი სენსორები. ხელოვნური ინტელექტი აღმოჩენილი ნივთიერებების დასაშვებ ზღვარს აანალიზებს. მაღაროში სრულყოფილი კავშირის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია რადიოსიხშირული მოდული.

რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებულ გუნდებს, კონკურსის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, TECHNOVATION GIRLS ფინალური ეტაპი კი აშშ-ში გაიმართება.

პროექტი TECHNOVATION GIRLS SAKARTVELO ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია Techdroს მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, წარმატებით ხორციელდება.

პროექტის მთავარი მხარდამჭერია თიბისი, რომლისთვისაც ახალი თაობის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ტექნოლოგიების სწავლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

პროექტის პარტნიორები: Quantori, მასწავლებლების ლაბორატორია, Idea Design Group, GITA • Tech Park, საქართველოს ეროვნული ბანკი .

[R]

თუ Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება გსურს, გაეცანი საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, მარიამ ჟორჟოლიანის რჩევებს

როგორ გავხდეთ უფრო პროდუქტიულები?