in

საქართველოში პირველად მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი შეიქმნება

ეკონომიკის-სამინისტროსაქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, საქართველოში პირველად აშენდება მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი (ტექნოლოგიური პარკი),  რომელიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს. ტექნოლოგიური პარკის პრეზენტაციას, რომელიც საგამოფენო ცენტ „ექსპო ჯორჯიაში“  8 სექტემბერს გაიმართა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი  არის ცოდნაზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება. ტექნოლოგიური პარკი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ  საქართველოში  დაფუძნდეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები და მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები.

„ეს არის ძალიან კარგი შანსი ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომ მათ საკუთარი ტალანტისა და ინოვაციური პოტენციალის რეალიზება მოახდინონ. ეს ცენტრი  შენდება  მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით,  სადაც თავს  მოიყრიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთში გაცვლიან ინოვაციურ იდეებს და მოახდენენ ამ იდეების კომერციალიზაციას. ტექნოლოგიური პარკი, ერთი მხრივ, ბიზნესს მისცემს უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის შესაძლებლობას,    ხოლო მეორე მხრივ, როგორც აღვნიშნე,   ნიჭიერ ადამიანებს ხელს შეუწყობს  იდეების კომერციალიზაციაში  მსოფლიოს უმსხვილეს და ცნობილ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში. დღეს მივემგზავრები ჩინეთში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომლის ფარგლებშიც მექნება შეხვედრები სწორედ ასეთი ტიპის კომპანიებთან და მათთან აუცილებლად ვისაუბრებ ამ ახალ ცენტრსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე“ –  განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციებისკომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში. ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა ოქროყანაში, 18 000 კვ. მ. ტერიტორიაზეა დაგეგმილი. მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისათვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს.

პარკის ტერიტორიაზე იმუშავებს აქსელერატორი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, იქნება მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია, ცო-წორკინგ ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას.

ტექნოლოგიური პარკი უზრუნველყოფს ამ სერვისების მიწოდებას როგორც ცალკეული ინოვატორებისთვის, ასევე დამწყები  კომპანიებისა და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისათვის. აღსანიშნავია, რომ პირველი ტექნოლოგიური პარკი 1950 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, „სილიკონ ველში,“ სტენფორდის უნივერსიტეტში შეიქმნა, ხოლო  დღესდღეობით ტექნოლოგიური პარკი მოწყობილია მსოფლიოს 70 ქვეყანაში და საერთო ჯამში,  დაახლოებით 200 000 კომპანიას ემსახურება.

UNICEF-ის “მატრიოშკა”, რომელიც ხურდების მატებასთან ერთად სწორდება

Regional Business Brilliance Awards საქართველოში მეორედ გაიმართება !