in

ტექნოპარკში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო

ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო. 11 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები მოამზადებენ: იან მაკფერსონი – ეკონომისტი, ანტონიო კოლადო – CARSA-ს უფროსი კონსულტანტი, კომპანიის წამყვანი შემფასებელი და ბიზნესის მენეჯმენტის ტრენერი, დავიდ ვიდალი – კომპანიის Crossing the Mirror მმართველი დირექტორი, ფრენკ ჰენიგანი – მრჩეველი ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების განხრით, დავით ჩეჩელაშვილი – ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი.

BOG
BOG

ფინალურ ეტაპზე თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეები საინვესტიციიო კომიტეტის წინაშე წარდგებიან. გამარჯვებულები 22 თებერვალს გამოვლინდებიან – სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/TechParkGeorgia/videos/2344408595778680/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ ქართული ისტორიების შეგროვებას იწყებს!

Fitup ფოტოებსა და Gif-ებს იღებს და კომპანიებისთვის ეფექტებს ინდივიდუალურად ქმნის