26
Dec
2018

ტექნოპარკში ამერიკელი სტუდენტები პროგრამა Arduino-ს შეასწავლიან

26 Dec 2018

8 იანვრიდან, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ტექნოპარკში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) სტუდენტები ინგლისურენოვან, Arduino-ს ტრენინგს ჩაატარებენ . ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან სპეციალური პროგრამის გარემოში (Arduino IDE) მუშაობას და ელექტრონული მოდულების ე.წ. სენსორების მართვას ამ პროგრამის საშუალებით. აგრეთვე, ისწავლიან პროექტის დაგეგმვას და მისთვის საჭირო მატერიალების მოძიებას.

mBank QR
mBank QR

 

კურსის ბოლოს თითოეული მონაწილე შეასრულებს დამოუკიდებელ პროექტს.

ტრენინგზე მოსახვედრად საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება: კოდირების საწყისების ცოდნა, ელექტრონიკის საწყისების ცოდნა

ტრენინგი ჩატარდება ყოველდღე 10:00 საათიდან 12:00 საათამდე 28 იანვრის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 იანვარი

განხილვა