30
Jan
2019

რომელი ტექნოლოგიური სტარტაპები იბრძოლებენ 100 000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად?

30 Jan 2019

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 40 ფინალისტი სტარტაპი 21-22 თებერვალს 100 000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად საერთაშორისო ინვესტორების წინაშე წარდგება. საგრანტო კონკურსზე შესული 135 განაცხადი დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს. ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპებისთვის 11- დან 15 თებერვლის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე ტექნოპარკში გაიმართება ტრენინგები. ტრენინგის ფარგლებში, საერთაშორისო ტრენერები (ქოუჩები) შერჩეულ გუნდებს მოამზადებენ ფინალურ ეტაპზე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციების წარსადგენად. გამარჯვებულები, 22 თებერვალს, პრეზენტაციების შემდეგ გამოვლინდებიან.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების, შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირებას. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 100 000 (ასი ათას) ლარს.

წარმოგიდგენთ ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალურ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს და მათ ქულებს.

 

განხილვა