პროგრამირება რომ ამ საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და მოთხოვნად პროფესიადაა ქცეული, ეს სიახლეს აღარ წარმოადგენს. თუმცა ბევრი კითხვა ჩნდება ამ სფეროში დასაქმების საშუალო მაჩვენებელთან და, რაც ყველას ყოველთვის აინტერესებს, რეალურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით. Techsurvey-მ, რომელიც 2018 წლიდან ყოველწლიურად ატარებს კვლევას, 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლითაც ამ სფეროს შესახებ სრულ სურათს გვიჩვენებს.
კვლევა ანონიმურია და სულ 376 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 87%-ს დასაქმებულები შეადგენდნენ. კვლევის მიზანი რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემა იყო: როგორი გადანაწილებაა IT სფეროში ასაკობრივი კუთხით და რა არის საშუალო/მედიანური ანაზღაურება თითოეული ასაკისთვის? როგორი გადანაწილებაა IT სფეროში გენდერული კუთხით და ანაზღაურების კუთხით? როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ასაკი, გამოცდილება და სამუშაოს ანაზღაურება და სხვა.
კვლევის შედეგების ზოგადი მიმოხილვა ასეთია:
- გამოკითხულთა საშუალო მედიანური ხელფასი საქართველოში 4,500 ლარს შეადგენს.
- ძირითადი ნაწილი სწავლის დაწყებიდან 1 წელზე ნაკლებ დროში იწყებს ანაზღაურებად სამსახურს/სტაჟირებას.
- ქალებსა და კაცებს შორის მედიანური ხელფასი გათანაბრებულია.
- ანაზღაურება 12,500 ლარს შეადგენს იმ პროგრამისტებისთვის, ვინც ამ სფეროში უკვე 6 წელზე მეტია დასაქმებულია.
- გამოკითხულთა შორის 21-23 წლის ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მეტი რესპონდენტი იყო.
- პროგრამირების ყველაზე პოპულარულ ენად კი JAVASCRIPT დასახელდა.
ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკა გვიჩვენებს, რომ მაღალი აკადემიური მოსწრება არ არის მაღალ შემოსავალთან დაკავშირებული.
პროგრამირების ენების მიხედვით კი საშუალო შემოსავალი შემდეგნაირად გამოიყურება.
კვლევის სრული შედეგების ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი