in

ონლაინ ტექნოლოგიური კონფერენცია ბიზნესისათვის – ქართულმა ონლაინ სივრცემ Tech Touch-ს უმასპინძლა

კრიზისი შესანიშნავი კატალიზატორია პოზიტიური ცვლილებებისთვის. ფაქტია, რომ Covid-19-მა ბევრი რამის ტრანსფორმაციის აუცილებლობის წინაშე დაგვაყენა. Touch-ის კონფერენციამაც ონლინ სივრცეში გადაინაცვლა და მონაწილეებს საშუალება მისცა, სახლიდან ჩართულიყვნენ ყველა აქტივობაში.

უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციების შესახებ დისკუსიები, ბიზნესის მფლობელებისთვის პრაქტიკული რჩევები, სხვადასხვა ინოვაციურ სფეროში კარიერულ გზასთან დაკავშირებული რჩევები – ყოველივე ეს ტექნოლოგიურმა კონფერენციამ Tech Touch ონლაინ სივრცეში გააერთიანა და თავი მოუყარა მეწარმეებსა და დეველოპერებს.

29-31 მაისს, 20-ზე მეტი სპიკერი ჩაერთო საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან ონლაინ ლექციებისა და პრაქტიკული ვორქშოპების ჩასატარებლად, რათა მსმენელებისთვის გაეზიარებინათ უახლესი ამბები ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ბიზნესის სამყაროში.

“Tech Touch-მა პირველად სცადა განეხორციელებინა განსხვავებული მომხმარებლის ქცევის შეთავაზება, რეალურ კონფერენციასთან მაქსიმალურად მიმსგავსებული. იყო ძალიან საინტერესო გამოსვლები, სპიკერები ძალიან საინტერესო გამოცდილებით.

ვფიქრობთ, ამ ექსპერიმენტმაც საინტერესოდ ჩაიარა, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოვისმინეთ. ვიმედოვნებ, შემდეგ ივენთებზე გვექნება საშუალება რეალური ურთიერთობების ნაწილი მაქსიმალურად ავამოქმედოთ,” – ამბობს Tech Touch-ის დამფუძნებელი.

სპიკერები წარმოდგენილნი იყვნენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისეთი ინოვაციური კომპანიებიდან, როგორებიცაა XPrize Foundation, IBM, Respeecher, Amazon, Asana, IMPACT GUIDANCE, TWINO, Synthesia, Samsung Electronics, Fab Lab Barcelona, Aligned Research Group, WebTotem, ex-Lyft, Lenovo, Ernst and Young და სხვა. ასევე გაიმართა პანელური დისკუსია კოსმოსური ინდუსტრიის შესახებ, რომელსაც Arctic15-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კოსმოსური ინვესტორი, მეწარმე და ასტრონავტი გაუძღვა.

გარდა კითხვა-პასუხის სესიასთან ერთად გამართული საუბრებისა, გაიმართა ვორკშოფები, პირდაპირი დისკუსიები, 1-1 ონლაინ შეხვედრები სხვა მონაწილეებთან.

Tech Touch მოიცავდა შემდეგ ძირითად საკითხებს:

– Cloud ტექნოლოგია ბიზნესისთვის;
– Machine Learning პროგრამები ბიზნესისთვის;
– კიბერუსაფრთხოება და პირადი ინფორმაციის დაცვა სახლიდან მუშაობის დროს;
– Fintech – ახალი გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის, საცალო ბანკინგისთვის, ციფრული ბანკირებისთვის, სტარტაპებისა და ბანკებისთვის;
– მოგზაურობით მიღებული გამოცდილების მომავალი;
– დისტანციური მუშაობა: როგორ გაგვხდის კრიზისი უფრო გლობალურს და მოგვცემს ახალ შესაძლებლობებს;
– სტარტაპებისთვის: რას ფიქრობენ ინვესტორები, რა უნდა იცოდნენ ბიზნესის დამფუძნებლებმა, რათა გადარჩნენ;
– მომავალი სამუშაოები: რა გზებს შეიძლება გაყვნენ დეველოპერები და პროდუქტ მენეჯერები.

ღონისძიების პარტნიორები არიან – Onesoul.io, GITA, Impulse, Embassy of Israel in Georgia.

“კოპირაიტინგის ჯონი ქეში” – ამბავი ბასკი ასათიანზე

„კუმბარი უფრო გიყვარს, თუ ავალა?!“ – ანუკი კონიაშვილი