in

იდეების ეპიდემია შედგა! – TEDx Tbilisi 2016

17 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში TEDx Tbilisi-ს მეოთხე ღონისძიება გაიმართა. კონფერენციას 500 ადამიანი ესწრებოდა. TEDx-ის წლევანდელი თემატიკა ინოვაციებისა და ტრადიციების შეპირისპირება იყო, თუმცა, ღონისძიების შემდეგ თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ორს შორის უფრო კომფორტული კო-ოპერაცია იყო, ვიდრე შერკინება.

BOG
BOG

სპიკერებმა ეს საკითხი, TEDx-ისთვის დამახასიათებელი, სხვადასხვა მიმართულებით განავრცეს და მთელი ხიბლიც სწორედ ესაა. გამოსვლები იყო 10-15 წუთიანი, თუმცა მთლიანად კონკრეტიკაზე მიმართული. ერთი და იმავე თემის გარშემო ასეთი მრავალფეროვანი მიდგომის მოსმენა შემოქმედებითი ადამიანებისთვის ძლიერი ინსპირაციაა. ეს არის კიდევ ერთი ბიძგი თამამი ექსპერიმენტებისათვის: ერთი ინგრედიენტის დამატებით, შესაძლოა, სრულიად ახალი კერძი მიიღო ან თავად კერძს შეუცვალო ფორმა და უფრო პიკანტურობა შესძინო; შეგიძლია მოსწავლეებს კომფორტული სასწავლო გარემო შეუქმნა და მოანდომო სწავლა იმ მიდგომით, რომელიც მათ ისედაც მოსწონთ – თამაშით; შეგიძლია ასეულობით ადამიანს შეაყვარო “მარტივი” რიცხვები, თუკი მათ შესახებ სახალისო  ისტორიებს მოუყვები ან მოუწოდო კოოპერაციისკენ და გადადგა პირველი ნაბიჯი სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად.

ღონისძიების მეორე ნაწილში სტუმრებმა Tbilisi Rooms Hotel-ში გადაინაცვლეს, სადაც მათ იდეების უკეთ გაზიარების საშუალება მიეცათ, ამჯერად, არაფორმალურ გარემოში.

TED–ს უამრავი მაყურებელი ჰყავს და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მოსმენილმა ამ ინფორმაციამ შეიძლება ახალი იდის დაბადებას შეუწყოს ხელი. ცხოვრების განვითარებასთან ერთად ახალი პრობლემები წარმოიშვება და მათ ახლებური გადაწყვეტა სჭირდება. TED–ის ღონისძიებათა ციკლი მსოფლიო მასშტაბით ზუსტად ასეთი მიდგომის მქონე ადამიანებს აერთიანებს , რომლის მონაწილე შენც შეიძლება გახდე.

რომელი არხი გააშუქებს “სამეფო კარის თამაშების” მე-6 სეზონს პირველი?!

რატომ გახდა TBC TV AD-ის ლოკომოტივი დავით ჯიბლაძე, Betterfly-ს კამპანიის რეჟისორი?